2.62 – ბენზინის და დიზელის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – რა ხდება ქართულ ბაზარზე?

საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო დღეებში ბენზინზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. ამ დროისთვის საწვავზე ფასები ასეთია: სუპერი-2 ლარი და 62 თეთრი, პრემიუმი -2 ლარი და 52 თეთრი. რეგულარის ღირებულება კი, რომელსაც მძღოლები ყველაზე ხშირად მოიხმარენ, ბენზინგასამართ სადგურებში საშუალოდ – 2.42 ლარია. ისტორიულ მაქსიმუმს იხდის მოსახლეობა დიზელშიც, 2 ლარსა და 50 თეთრს.

გაძვირებული საწვავის გამო ხალხი იძულებულია ავტომობილით ნაკლები იმგზავროს ან მანქანა გაყიდოს. ბენზინგასამართ სადგურებზე ავტომობილების რიცხვი შემცირდა. ბენზინზე ფასების ზრდა აისახება სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც. სადისტრიბუციო კომპანიებს პროდუქციის ადგილამდე მიტანა ახლა უფრო ძვირი უჯდებათ, შესაბამისად იძულებულები არიან კვების და სხვა პროდუქტების ფასები გაზარდონ.

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.