2019 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 318%-ით გაიზარდა – ივანიშვილის მზაკვრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ?

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. თუ 2016 წელს ქვეყანამ 478.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1508.8 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, მართალია, 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს ჩრდილოეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა, თუმცა 2019 წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 318%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთიდან 17.8 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2019 წლის 4 თვეში კი უკვე 74.4 მლნ.კვტ.სთ. მთლიანად იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა კი წელს 4 თვეში 613.9მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 14% შეადგინა. (წყარო – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი- ესკო)

ვრცლად იხილეთ აქ

https://www.bpn.ge/article/56823-2019-cels-rusetidan-elektroenergiis-importi-318-it-gaizarda/
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.