2019 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 17.3%-ით შემცირდა – რას ვყიდით ამერიკაში?

2019 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 17.3%-ით შემცირდა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 131.8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი ექსპორტირდა, 2018 წელს კი, აშშ-ში გაყიდული პროდუქტის ღირებულება 159.9 მლნ დოლარს შეადგენდა.

გასულ წელს ამერიკაში ექსპორტის შემცირება განპირობებულია ფეროშენადნობების ექსპორტის კლებით. კონკრეტულად კი,  2019 წლის განმავლობაში აშშ-ში 116.6 მლნ დოლარის ღირებულების 94 843 ტონა ფეროშენადნობები გაიყიდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 143.8 მლნ დოლარი (114 466 ტონა) იყო.

რაც შეეხება სხვა უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, რომელიც 2019 წელს საქართველოდან აშშ-ში გავიდა ექსპორტზე:

• ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი გაზრდილია და 475 743 ლიტრის ღირებულებამ 2.9 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი – 383 534 ლიტრი, 2.2 მლნ დოლარი);

• მცირედით შემცირდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი – 1.791 მლნ დოლარი, 1 327 ტონა (2018 წელი -1.748 მლნ დოლარი, 1 375 ტონა);

• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისგან – ამ ჯგუფის ექსპორტმა 1 447 ტონა, 1.3 მლნ დოლარი ( 2018 წელი -1.3 მლნ დოლარი, 1 449 ტონა) შეადგინა.

• მინერალური და მტკნარი წყლები – 1.3 მლნ დოლარი, 1 842 264 ლიტრი ( 2018 წელი – 1.2 მლნ დოლარი, 1 769 658 ლიტრი);

• საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან ნაწარმი – 674.5 ათასი დოლარი, 221 ტონა ( 2018 წელი – 223.7 ათასი ლარი, 78 ტონა);

• მნიშვნელოვნად გაიზარდა ავეჯის და მისი ნაწილების ექსპორტი – 422.4 მლნ დოლარი, 288 ტონა. (2018 წელი – 73.8 ათასი ლარი, 2 ტონა)

• ასევე გაიზარდა მინერალური და დაგაზიანებული, შაქრის დანამატების შემცველობით წყლების ექსპორტი – 361.6 ათასი დოლარი, 621 855 ლიტრი. (2018 წელი – 300.6 ათასი დოლარი, 621 855 ლიტრი;

• შემცირებულია ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელების ექსპორტი – 329.8 ათასი დოლარი, 9 374 ლიტრი (2018 წელი – 304.9 ათასი დოლარი, 10 914 ლიტრი);

• ყველი და ხაჭო – 289.6 ათასი დოლარი, 34.2 ტონა ( 2018 წელი – 289.4 ათასი დოლარი, 31.2 ტონა);

აშშ-ში საქართველოდან სხვა სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი 2017 წლის შემდეგ შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს – 11.6 მლნ დოლარი; 2018 წელი – 8.3 მლნ დოლარი; 2019 წელი – 5.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება მსხვილ ექსპორტიორ კომპანიებს, რომლებიც ამერიკის ბაზარზე ქართულ პროდუქტს ყიდიან, მათი ათეული ასე გამოიყურება: “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი”; სს თელავის ღვინის მარანი; შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი; შპს არესემ კორპ; შპს არომაპროდუქტი; შპს კავკასპაკ; შპს ლაკი; შპს რუსთავის ფოლადი; შპს ჯორჯიან მანგანეზი; შპს ჯორჯიან ტექნოლოჟი.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ცნობისთვის, საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას, თუმცა იმისთვის, რომ პროცესი აქტიურ რეჟიმში გადავიდეს, აშშ-ის მხრიდან პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის მოლაპარაკებები წინა მთავრობის პერიოდში დაიწყო.

ავტორი: ვიქტორია მღებრიშვილი

https://bm.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.