2019 წელს საჯარო უწყებებში 168 მილიონის პრემია-დანამატი გაიცა – “ოცნების” გაფლანგული კიდევ ერთი წელი (ფაქტები)

ქართული სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო სახსრების დაუდევარი თუ კორუფციული ხარჯვა ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა.

ღარიბი ქვეყნის ხაზინიდან მთელი წლის განმავლობაში, ხშირად საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანების პირადი გამორჩენისთვის, მილიონობით ლარი ნიავდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ბიუჯეტის სახსრების უთავბოლო ხარჯვას დოკუმენტურად წარმოადგენს, “ფლანგვის დეტექტორია”, რომელიც რეგულარულად იკვლევს და ვიზუალიზაციის სახით აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს მასშტაბით საჯარო სამსახურებისა და ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილი დარღვევებისა თუ დაუდევრობის შესახებ.

ჩვენ გადავხედეთ მონაცემებს და შევარჩიეთ 2019 წლის 19 ყველაზე დიდი და სავარაუდოდ, კორუფციული ფლანგვის ფაქტი, რომელიც “ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა.

19.  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2-მილიონიანი ტენდერი 2 წლის წინ გაკეთებული გზის ხელახლა რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა.

No photo description available.

პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 3-წლიანი გარანტია, თუმცა უწყებამ 2 წელში ახალი, შედარებით ძვირად ღირებული ტენდერი მაინც გამოაცხადა.

გზის ხელახალი რეაბილიტაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ივანიშვილის ამოთხრილი ხეები გზის სივიწროვის გამო სოფ.ზენითში გაიჭედა.

აუდიტის დასკვნით, მეორე რეკონსტრუქციაში გადახდილი 1.9 მილიონი ლარიდან მხოლოდ 1 მილიონის სამუშაო შესრულდა.

ფუჭი იყო თავდაპირველი რეაბილიტაციის ხარჯიც, 631 ათასი ლარი, რადგან ხელახალი რეაბილიტაცია 2 წელიწადში  ჩატარდა.

ამ დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთებას უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი მხოლოდ ივანიშვილის ხეების კომფორტულ ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

18. უსაქმური პარლამენტარების 80% “ქართული ოცნებიდანაა”.

No photo description available.

მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1657000 დაჯდა.

ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად, არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეულია კობა ნაყოფია. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.

წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე.

30 მდუმარე დეპუტატიდან 24 “ქართული ოცნებიდანაა”.

17. უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა.

No photo description available.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს.

მერიამ კონკურსის პროცესი ისე წარმართა, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ ორგანიზაციას, შპს „სანოს“.

შპს “სანომ”, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან, სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.

16. “ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს.

Image may contain: shoes

თავდაცვის სამინისტრო უხარისხო ნიმუშის წარდგენის შემდეგ ცვლის ტენდერის პირობებს და პროდუქტს იწონებს.

2015 წლიდან უნიფორმის შესყიდვის ტენდერების 30% არაკონკურენტულ გარემოში იმართება, რაც პროდუქციის ფასს ზრდის.

“ნიუ ატლასი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, მაგრამ ამ დროისთვის კომპანია შავ სიაში აღარ ფიქსირდება.

15.  საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს სახელმწიფომ ბოლო 6 წელში 13,2 მილიონი გადაურიცხა;

Image may contain: 1 person, smiling

უნივერსიტეტის რექტორი რუსეთის ტროლების ფაბრიკაში წარმოებული ყალბი ამბების გავრცელებაშია ჩართული;

??

 სპირიდონისთვის მიუღებელია ოკუპანტი რუსეთის კრიტიკა, რადგან მისი აზრით, ეს ასუსტებს მართლმადიდებლობას და მოგვიწოდებს ვილოცოთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებისთვის.

14. 2013 წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა 468000 ლარის ავანსი მისცა “ნიუ ქონსთრაქშენს”, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა

No photo description available.

2014 წელს გამოცხადებულ ახალ ტენდერში “კორპორაცია ხიდმა” გაიმარჯვა, ავანსად 510000 აიღო და ერთ წელში მისი დირექტორი ამ თანხის მითვისებისთვის დააკავეს.

2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი, “ელიტა ბურჯს” 1863000 ლარად 2018 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა სამუშაო, მაგრამ პირველი ეტაპიც კი არ დაუსრულებია და დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.

შპს “ელიტა ბურჯი” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია და “ქართული ოცნების” მსხვილი დამფინანსებელია.

13. ცოლის გარდა, 2014-2017 წლებში, იოსებ მაკრახიძის ძმის კომპანიას ტენდერებიდან 319 267 ლარი აქვს მიღებული.

No photo description available.

სრული მდუმარების მიუხედავად, “ქართული ოცნების” დეპუტატს ანაზღაურების სახით 55 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.

12. ფოთში 4.1 მილიონად გარემონტებული სანაპირო ზოლი დაზიანებულია და კვლავ გარემონტებას საჭიროებს.

Image may contain: tree and outdoor

მუნიციპალიტეტმა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხის შეუმოწმებლად ჩაიბარა.

11. დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს აღინიშნება, მაგრამ შესყიდვების დიდი ნაწილი მაინც მოკლე ვადაში, ტენდერის ავლით, დაჩქარებული წესით ხდება.

Image may contain: 1 person

ყოველწლიური დღესასწაულისთვის იხარჯება სარეზერვო ფონდიც, რომელიც მხოლოდ გაუთვალისწინებელი, ფორსმაჟორული შემთხვევებისთვისაა. 

თქვენი აზრით, რამდენად პატრიოტულია ასეთი ხარჯვა? 

10. სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” მთავრობამ იმ პერიოდში შექმნა, როდესაც პარლამენტის წინ 20 ივნისის ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა.

No photo description available.

ახალი საბიუჯეტო ერთეული “ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის” ფუნქციასაც შეითავსებს.

9. იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების კომპანიები უკვე წლებია, რაც ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.

Image may contain: 1 person, beard and text

გორის მერია სატენდერო პირობებს მაკრახიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს არგებს, ხოლო კონკურენტებს დისკვალიფიკაციას აძლევს.

8. საერთო სასამართლოებში წელს 9 თვის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის დანამატი და 98875 ლარის პრემია გაიცა;

No photo description available.

წელს გაცემული დანამატები 3 მილიონი ლარით აღემატება შარშან, ანალოგიურ პერიოდში გაცემულ დანამატებს;

ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია.

7. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა და მოვალეობები არ გაზრდილა, მაგრამ გაიზარდა ბიუჯეტი.

Image may contain: 1 person, smiling, text, outdoor and nature

წელს მათ 6 მილიონი ვერ იმყოფინეს და მეტიც, 800 000 ლარის ვალი დარჩათ.

შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება მთავრობამ 2200000 მილიონი ლარით გაუზარდა.

6. ზუგდიდი, რომლის ბიუჯეტი სულ 30 მილიონი ლარია, 18 მილიონს იხდის უხარისხო სტადიონში, რომელიც დაგეგმილზე თითქმის ორჯერ ძვირი დაჯდა.

No photo description available.

სტადიონისთვის ზუგდიდმა თავიდან 10 მილიონი გამოყო, რისი ათვისების შემდეგაც:

მინდვრის საფარს შემოვლებული აქვს რკინა-ბეტონის ჯებირი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფეხბურთელების ჯანმრთელობას.

საპროექტო შეცდომა: ტრიბუნებიდან მოედანი არ ჩანს, სკამების ნაწილს კედელი ეფარება;

მოურწყველობის გამო გამხმარია ისედაც უსწორმასწორო საფარი;

ოთახებში წვიმა ჩადის, დაზიანდა კედლები, სველ წერტილებში ჩამოიშალა ჭერი;

წყალსადენი სისტემა არ მუშაობს და წვიმა გროვდება ტრიბუნებზე.

სტანდარტების უხეში დარღვევით აშენებული სტადიონის დასრულება ბიუჯეტიდან დამატებით 8 მილიონს მოითხოვს.

ამ დროს ზუგდიდის ყოველი მე-6 მცხოვრები ღატაკია და სოციალურ შემწეობას იღებს.

5. მაღალჩინოსნები “ტურიზმით” ამართლებენ ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს, რომლის შენახვაც ქვეყანას ძვირად უჯდება;

Image may contain: text

2017-19 წლებში Black Sea Arena-ს მიერ გაყიდული ბილეთების მხოლოდ 2% იყიდეს  ქვეყნის გარეთ;

სახელმწიფომ 20 მილიონზე მეტი გადაიხადა Black Sea Arena-ზე 25 კონცერტის გამართვაში და მხოლოდ 5 მილიონის ბილეთები გაყიდა.

4. ბათუმის გარე განათების გაუმართაობის გამო მუნიციპალური ბიუჯეტი ზარალობს.

Image may contain: 1 person, smiling

განათების გამართულობაზე პასუხისმგებლობა შპს “აჭარგანათებას” ეკისრება.

”აჭარგანათება” 2011 წლიდან უკონკურენტო გარემოში იგებს სახელმწიფო ტენდერებს.

?‍☠️

მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს.

”აჭარგანათების” დირექტორი საკრებულოს წევრის ძმაა, რომელთა დედაც კომპანიის 52%-ის მფლობელია.

ბათუმის მერიას კომპანიის 731400 ლარით დაჯარიმება ყოველთვიურად შეეძლო, თუმცა ბერკეტი არასოდეს გამოუყენებია.

მიუხედავად ხარვეზებისა და აუდიტის არაერთი რეკომენდაციისა, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო კვლავ “აჭარგანათებას” უხდის მილიონებს.

3.მხოლოდ 2019 წლის ივლის-აგვისტოში მთავრობამ 2 ტენდერით 18 მილიონი ლარის ავტომანქანები შეისყიდა;

Image may contain: 1 person, standing

 გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია;

“ფრანს ავტოს” თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილია, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია.

“ფრანს ავტოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გოგორიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშილი 2015 წელს ჩაანაცვლა.

2.გუბერნატორების ადმინისტრაციები ამ ფორმით საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან მათ ფუნქციებს მერიები ისედაც ასრულებენ.

No photo description available.

2014 წლიდან შემცირებულია აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა და მოვალეობები, თუმცა გაორმაგებულია ბიუჯეტი და ხელფასები (6000 ლარამდე).

დღეს გუბერნატორების ინსტიტუტის ერთადერთი პრაქტიკული ფუნქცია ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა.

ეს მოდელი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიას და წარმოადგენს ორმაგ ხარჯს.

 ხელფასების გარდა, საწვავი, რომელიც თითოეულ გუბერნატორს გაუპიროვნეს,  დედამიწის გარშემო ორ წრეს ეყოფოდა.

დანარჩენი პირველ კომენტარში ?

1. 2019 წლის 9 თვეში საჯარო უწყებებში სულ 168 მილიონის პრემია-დანამატი გაიცა;

Image may contain: text

აქედან მესამედი, 64 მილიონი ლარი, მხოლოდ და მხოლოდ შსს-ზე მოდის;

გაზრდილ თანხაში ჯერ არ შედის ოქტომბერ-ნოემბრის დარბევების საბიუჯეტო ჯილდო.

წყარო : “ფლანგვის დეტექტორი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.