2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.3%-ით გაიზარდა

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.3 პროცენტით გაიზარდა და 46 659 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 549 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (686 კაცი).

2019 წლის მონაცემების მიხედვით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) და 7.9 პრომილე შეადგინა.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) და 9.4 პრომილე შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე. ამასთან, ბუნებრივი კლება დაფიქსირდა ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის გარდა ყველა რეგიონში.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.