“24 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია…” – რა ხდება “რესპუბლიკურში”?

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია. ამ თემაზე და საავადმყოფოში არსებულ სხვა პრობლემებზე მან “ღამის მთავარში” ისაუბრა.

ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს ესეც. საკვების და ჩაის მხრივ არავის გახსენებია, რომ ადამიანს რამე შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა, ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.