28 წლის ქალი, რომელსაც წუხელ თბილისში ხე დაეცა, მერიას მიმართავს – “ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი…“

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში ხის წაქ­ცე­ვის შე­დე­გად 28 წლის ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით, ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და, რო­დე­საც გზა­ზე მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ხე და­ე­ცა. სა­ჭეს 28 წლის ქალი თამ­თა ღვა­ნია მარ­თავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თამ­თამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სი გა­ავ­რცე­ლა:

“რა მა­ინ­ტერ­სებს, მკვდარ­ზე რომ სა­ხეს იხო­კავთ, ამა­ზე პა­სუხს ვინ აგებს? – თქვე­ნი ხე და­მე­ცა, თქვე­ნი უყუ­რა­დღე­ბო­ბით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რა­ტომ? თქვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­შია მი­აქ­ცი­ოთ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა კი მაგ ხე­საც (თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მი­მა­ვალ მან­ქა­ნებს, ზედ ხე­ე­ბი არ ეცე­მო­დეთ), რომ­ლე­საც შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­კა­ლი გუ­შინ და ბო­დი­ში, რომ ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩი…“ – წერს თამ­თა ღვა­ნია.

დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და. თამ­თა ღვა­ნია მე­რი­ას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში სდებს ბრალს:

თამ­თა:

– ღა­მის და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ველ სა­ათ­ზე, დო­ლი­ძი­დან მოვ­დი­ო­დი მან­ქა­ნით, მე­გო­ბარ­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად. ხი­ლი­ა­ნი­დან უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ ზე­ვი­დან ხის ფოთ­ლე­ბი წა­მო­ვი­და. ერ­თა­დერ­თი რე­აქ­ცია რაც მქონ­და, გაზს და­ვა­ჭი­რე და გა­ვას­წა­რი. ამი­ტომ ხე მან­ქა­ნას სა­ნა­ხევ­როდ და­ე­ცა. თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი რა მოხ­და, პა­ტა­რა ტოტი და­მე­ცა თუ ხე გად­მო­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ჭერი ჩა­მო­იზ­ნი­ქა, სა­ქა­რე მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი აქეთ-იქით ეყა­რა. მე ამ დროს ისევ მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, მა­მა­ჩემ­თან დავ­რე­კე.

– მან­ქა­ნი­დან შე­ნით გად­მოხ­ვე­დი?

– დიახ, ქუ­ჩა­ში ხალ­ხი გა­ჩერ­და, იდ­გნენ და მან­ქა­ნას უყუ­რებ­დნენ გა­შე­შე­ბუ­ლე­ბი, არ ვიცი, რას ელოდ­ნენ, მაგ­რამ მარ­თლა ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე შე­ი­შა­ლა. არც იფიქ­რეს, რომ სას­წრა­ფო გა­მო­ე­ძა­ხათ. რად­გან ცო­ცხა­ლი გად­მო­ვე­დი, ფიქ­რობ­დნენ, ალ­ბათ, რომ ცო­ცხა­ლია და სას­წრა­ფო არ სჭირ­დე­ბაო, რო­გორც ჩანს, მკვდარ­ზე უკე­თე­სი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ.

მერე ბორ­დი­ურ­ზე ვი­ჯე­ქი, ვიდ­რე ჩე­მე­ბი მო­ვიდ­ნენ… პატ­რუ­ლის რე­აქ­ცია იყო სა­ო­ცა­რი, რომ მო­ვიდ­ნენ მძღო­ლი არც კი მო­ი­კი­თხეს…

– თამ­თა, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე თუა ლა­პა­რა­კი?

– იმ მო­მენ­ტი­დან, რაც კლი­ნი­კა­ში მო­ვე­დი, არც მე­რი­ი­დან მო­სუ­ლა ვინ­მე და არც ტე­ლე­ფო­ნით დამ­კავ­ში­რე­ბი­ან, არ მო­უ­კი­თხავთ, – ცო­ცხა­ლი რო­გორ გა­დავ­რჩი ან რამე ხომ არ მჭირს. არა­ვინ კი­თხუ­ლობს ვინ გა­და­იხ­დის ამ­დენ ხარჯს…

alia

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.