3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ხვდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მისი ექსპორტი გაიზარდა 29.4%-ით.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 7 თვეში საქართველოდან 50,811 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 39,280 მლნ დოლარი იყო.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ოქროს ექსპორტი ხორციელდება, ასე გამოიყურება:

 
  • შვეიცარია – 48,898 მლნ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1,092 მლნ დოლარი;
  • თურქეთი – 802,3 ათასი დოლარი.
თაია არდოტელი
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.