500 მლნ ევროს დახმარება სასამართლოს და საარჩევნო რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი განცხადებას აქვეყნებს. 

ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ერთად, ნდობით სავსე ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ მიზანს. ეს ნდობა აუცილებელია დაპირებების, მათ შორის, მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ 2020 წლის 8 მარტის მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ანდრიუს კუბილიუსმა ეს განცხადება ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირი, უკვე დამტკიცებული დახმარების გარდა, Covid 19-თან ბრძოლისა და შემდგომი პერიოდისთვის, საქართველოს დამატებით 500 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს დახმარება მიბმულია საქართველოში კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების გატარებაზე.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.