“51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის შვილია” – კუპრავა

“51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია”- ამის შესახებ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აკეთებს. “ფეისბუქის” გვერდზე კუპრავა წერს, რომ პროკურატურა დეპუტატის შვილის ვინაობას მალავს და კონფლიქტში მონაწილე რამოდენიმე არასრულწლოვანს მოიხსენიებს ტერმინით ,,და სხვები”, სწორედ ამ “სხვებში” ერთ-ერთი მმართველი გუნდის დეპუტატის შვილი, ხოლო დანარჩენები მაღალჩინოსნებთა, მათ შორის თბილისის მერთან დაახლოებული პირების შვილები.

“51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია… პროკურატურის დადგენილებაში, სადაც ისინი, სხვა არასრულწლოვნების გვარების დასახელების შემდეგ, ჩხუბის მონაწილე რამოდენიმე არასრულწლოვანს მოიხსენიებს ტერმინით ,,და სხვები”, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სწორედ ამ დეპუტატის შვილია, რომლის გვარსაც პროკურატურა მალავს.

გარდა დეპუტატისა, ასევე არსებობენ ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნები, რომელთაც აგრეთვე მალავს გამოძიება… მაგალითისთვის… მორიგი ერთ-ერთი, კახა კალაძესთან დაახლოებული ქალბატონის, გავლენიანი ოჯახის შვილია, რომელიც ასევე სარგებლობს პროკურატურის იმუნიტეტით ,,და სხვები”.

ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ სახელების და გვარების დასახელებისგან, თუმცა რამოდენიმე დღეში აუცილებლად გავასაჯაროებ მათ (ვგულისხმობ მშობლებს) და არა მხოლოდ მათ ვინაობას,”-წერს ზვიად კუპრავა.

კუპრავას ინფორმაციითვე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში 51-ე და პირველი სკოლის მოსწავლეების გარდა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და ამ ინფორმაციას პროკურატურა მალავს.

“ხორავას ქუჩაზე, გარდა 51-ე და პირველი სკოლისა, ჩხუბში ასევე მონაწილეობდბენ 21-ე სკოლის მოსწავლეები, დაახლოებით 4 მოსწავლე.
იცის თუ არა ამის შესახებ პროკურატურამ და რატომ მალავს ფაქტებს, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს?!,”-წერს კუპრავა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია