5G-ის პირველი საზოგადოებრივი ქსელი შვედეთში ამუშავდა

პირველი 5G საზოგადოებრივი ქსელი შვედეთის დედაქალაქში ამუშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

უახლესი თაობის მობილური ქსელის დაფარვის ზონა სტოკჰოლმში გამოჩნდა და ოპერატორ Tele2-ს ეკუთვნის. ივნისის ბოლოს ქსელის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს გეტრებურგსა და მალმში.

ორშაბათს, ოპერატორი Telia, კომპანია Ericsoon-თან ერთად, გამოაცხადებს თავისი 5G ქსელის შესახებ. ისინი ირწმუნებიან, რომ 24 აპრილიდან მათ სტოკჰოლმში უკვე აამუშავეს კონტაქტის 10 წერტილი.

მომხმარებლების უმეტესობას არ შეუძლია ისარგებლოს 5G ქსელით, რადგან ღია ბაზარზე თითქმის არ არის სმარტფონები, რომლებსაც ამ ქსელის მხარდაჭერა აქვს.

ახლა ევროპაში, 3G და 4G ქსელებია გავრცელებული. ისინი ათი წელი და უფრო მეტია, რაც ფუნქციონირებენ. 5G ქსელი საშუალებას გაძლევს უპრეცედენტო სიჩქარით იმუშაო მობილურ მოწყობილობებზე და მიიღო მომსახურება, რომელიც მხოლოდ ფიქსირებულ ქსელებშია ხელმისაწვდომი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.