კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიტრენდიLIFE6 მავნე ჩვევა, რომელიც სხვებთან ურთიერთობას გვიფუჭებს

6 მავნე ჩვევა, რომელიც სხვებთან ურთიერთობას გვიფუჭებს

სხვებთან კარგი ურთიერთობების დამყარების უნარი არის ის თვისება, რომელიც დასწავლადია. ფსიქოლოგები ამ უნარს სოციალურ ინტელექტს უწოდებენ. ეს არის ინტელექტის ძალიან განსაკუთრებული ტიპი და, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი განიცდის მის ნაკლებობას…

1. არ იკამათოთ და არ მიაყენოთ შეურაცხყოფა მოწინააღმდეგეს

კონფლიქტი, კამათი, დაძაბულობა… – მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანები ასეთ სიტუაციებში არ ერთვებიან. მათ ურჩევნიათ არ იკამათონ სხვებთან, რადგან იციან, რომ ეს კონტრპროდუქტიულია. თუნდაც დისკუსია მოიგოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ მოწინააღმდეგის დარწმუნებას და მით უმეტეს – მისი სიმპათიის მოპოვებას.

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა განიხილოთ განსხვავებული იდეები სხვებთან – მათ შორის მათთან, ვისთანაც არ ეთანხმებით. მაგრამ, მოდით ვიყოთ გულწრფელები: რამდენად ხშირად ვეძებთ ჭეშმარიტებას და არ ვცდილობთ მოწინააღმდეგის დამარცხებას? მაქსიმალურად შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ასეთი სიტუაცები, განსაკუთრებით კი, თუ საქმე პოლიტიკასა და რელიგიას ეხება.

2. არ ისაუბროთ საკუთარ თვისებებზე, რადგან ისინი უკვე ხილულია

თუ ადამიანი ჭკვიანია, ეს იგრძნობა კომუნიკაციაში – ამისათვის მას არ სჭირდება უცნაური სიტყვების გამოყენება და კიდევ უფრო უარესი – ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნა. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ, “ყველაფრის მცოდნეს” ნიღბის უკან დაუცველი ადამიანი იმალება. თანაც, ადამიანი უფრო მზადაა გაიხსნას მათ წინაშე, ვინც თავისი უპირატესობით, არ ცდილობს მასზე ზეწოლას.

3. ზოგჯერ მხოლოდ მოსმენაც საკმარისია

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ მოსმენის უნარი კეთილგანწყობის მოპოვებაში გვეხმარება. ყურადღებით მოსმენით, სწორი კითხვების დასმითა და გააზრებული კომენტარებით შეიძლება საუბარი უსასრულოდ გაგრძელდეს. მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ გვისმენენ და საკუთარი აზრებისა თუ შეფასებების სწრაფ დაფიქსირებას არ ცდილობენ.

4. იყავით გულწრფელი

ყველაზე საინტერესო ფაქტი მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანების შესახებ არის ის, ისინი აკეთებენ არა მეტს, არამედ ნაკლებს, ვიდრე სხვები. ისინი ნაკლებად ლაპარაკობენ, ნაკლებად ერთვებიან საუბარში და ნაკლებად ემსგავსებიან სხვა ადამიანებს.

ეს არ ნიშნავს თევზივით დადუმებას – უბრალოდ, შეეცადეთ დაფიქრდეთ სანამ პირი გააღებთ. ასე უფრო დიდია ალბათობა რომ რაიმე სათანადო, ჭკვიანურ და ბრძნულს იტყვით.

5. ნუ გაავრცელებთ ჭორი

რასაკვირველია, ხანდახან მაინც განვიხილავთ სხვებს ამბებს. და ეს ნორმალურია – სავარაუდოდ, კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ჭორებმა მნიშვნელოვანი ევოლუციური როლი შეასრულა, გააერთიანა ხალხი და დაეხმარა მათ სოციალური კავშირების დამყარებაში. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია რას და როგორ ლაპარაკობთ, რა სიტყვებით ან რა გზავნილით…

თუ ნაცნობები ცდილობენ ჩაგითრიონ მესამე მხარის განხილვაში, შეეცადეთ უარი რაც შეიძლება ტაქტიანად თქვათ. არ უპასუხოთ: „მე არ მიყვარს ჭორაობა“. უმჯობესია თქვათ: „სიმართლე გითხრათ, მე კარგად არ ვიცი ეს ამბავი, ამიტომ სათქმელი არაფერი მაქვს“.

6. ნუ შეაქებთ საკუთარ თავს

ტრაბახი, დაფასების სურვილი და სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს საკუთარ თავზე მიწერა – ეს ყველაფერი უცხოა მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის.

თქვენ არ გჭირდებათ თქვენი წარმატებების ხაზგასმა და იმაზე საუბარი, თუ რამდენად ამაყობთ საკუთარი თავით. რაც უფრო მეტად ცდილობთ იტრაბახოთ, მით უფრო მკაფიოდ ხდება გარშემომყოფებისთვის, რომ საკუთარ თავში არცთუ ისე დარწმუნებული ხართ. მაგრამ ისინი ინტუიციურად გრძნობენ, როდესაც ადამიანი თავდაჯერებულია, იცის რა სურს და აფასებს საკუთარ თავს. ასეთი ადამიანი ადვილად პოულობენ მეგობრებსა და თანამოაზრეებს, ადვილად იზიდავენ იმ ადამიანებს, ვისაც მათი მოსმენა შეუძლიათ. და ჩვენი უმრავლესობა, სწორედ ამის მიღწევას არ ვცდილობთ?

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 12:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...