6,02 ლარი ანგარიშზე – რა ქონებას ფლობს ახალი პრემიერი?

2018 წლის 4 აპრილის ფინანსური დეკლარაციის ანგარიშის მიხედვით, მის საკუთრებაშია მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14- ში მდებარე 355,05 კვ.მ-ის ფართის და ასევე მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14- ში მდებარე 670 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მან 2016 წელს საჩუქრად მიიღო.

მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებითვე, მამუკა ბახტაძეს თიბისი ბანკის ანგარიშზე ერიცხებოდა 6,02 ლარი. საქართველოს ბანკში, სოლოს ანგარიშზე 8540,89 ლარი; ასევე საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 0,73 ლარი და ვითიბი ბანკის ანგარიშზე 131,04 ლარი. მის დეკლარაციაში არ ფიქსირდება წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რაიმე ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.

36 წლის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის შესაძლო პრემიერობასაც აქტიურად განიხილავენ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასევე ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცილებას, მინისტრის პორტფელი მან 2017 წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა. იქამდე 2013 წლის აპრილიდან იკავებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას.

მამუკა ბახტაძე 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2005-2006 წლებში – სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.

იხილეთ დეკლარაცია
https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/108954

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.