70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია, 70 წელს ზემოთ კი – 25 ლარით

70 წლამდე ყველა პენსიონერს 20 ლარით გაეზრდება პენსია, ხოლო 70 წელს ზემოთ გადაცილებულ ადამიანებს – 25 ლარით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეღავათით 400 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს, სახელმწიფოს მიერ დამატებული თანხა კი მათ საშუალებას მისცემს ინფლაციის გავლენა აიცილონ თავიდან.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.