Adobe-ს ხელოვნური ინტელექტი ყალბ ფოტოებს გამოავლენს

Adobe Photoshop-ის პროგრამის მეშვეობით ყალბი ფოტოების ამოცნობა გახდება შესაძლებელი. ახალი ფუნქცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი, ადამიანებს საქმეს გაუადვილებს. ამის შესახებ BBC წერს.

ვლად მორარიუმი, Adobe-ს მკვლევარი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი პროგრამაში ინტეგრირდა და ამაზე ადამიანთა ჯგუფი დიდხანს და დაუღალავად მუშაობდა. მისი თქმით, Adobe Photoshop-ი ისეთ დეტალებს გამოავლენს, რაც შეუიარაღებელი ადამიანის თვალისთვის ხილული არ არის.

ახალი ფუნქცია გააფრთხილებს მომხმარებელს, უცხო ელემენტი ფოტოზე დაამატეს თუ ამოჭრეს. კომპანიამ ისიც თქვა, რომ არანაირ ტექნოლოგიას არ შეუძლია 100%-ით ამის დადასტურება.

Photoshop-ი, რომელიც 28 წლის წინ შეიქმნა, ფოტოების რედაქტირების ერთ-ერთი საჭირო და გავრცელებული საშუალებაა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.