BBC Travel: საქართველო მხოლოდ ღვინის კი არა, შესაძლოა, ყველის სამშობლოც იყოს

BBC Travel-ი ქართული ყველის ცნობილი და უცნობი სახეობების შესახებ წერს და სტატიის ავტორი, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველო, ღვინის აკვანის გარდა, შესაძლოა, ყველის სამშობლოც იყოს.

“მკვლევარ ანა მიქაძე-ჩიკვაძის ცნობით, საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლო იყოს. მისი თქმით, მცხეთის მუზეუმში, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 26 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ინახება არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველები, შესაძლოა პირველი ადამიანები არიან, რომლებმაც ათასობით წლის წინ ყველი გააკეთეს. დროის განმავლობაში კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველის დამზადების სხვადასხვანაირი ტექნიკა განვითარდა.

დღეს ქართველებმა ამ ისტორიის მცირე ნაწილი იციან და თან, 70 წლის განმავლობაში, მათ საბჭოთა კავშირის რეპრესიული და დაგეგმილი ეკონომიკის პირობებში უწევდათ ცხოვრება, რაც ამცირებდა ყველის სახეობებს, რომელთა დამზადებაც საჯარო მოხმარებისთვის იყო დაშვებული, შესაბამისად, ყველის კუსტარულმა დამზადებამ მიწისქვეშ გადაინაცვლა.

მიქაძე-ჩიკვაიძე ახლა საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელია და აპირებს, რომ ეს სხვადასხვა სოფლებში სიარულით გამოასწოროს. სოფლები, რადგან სწორედ იქ ცხოვრობს ის ხალხი, რომლებსაც ჯერ კიდევ თავიანთი ხელით ამოჰყავთ ყველი.

კუსტარულად დამზადებული ყველი მიწისქვეშ მზადდებოდა, ვიანიდან საბჭოთა სისტემის გარეთ რაიმე საქონლის წარმოება მიღებული არ იყო და ყველის მწარმოებლებს ეშინოდათ, რომ ამის გამო ისინი დაისჯებოდნენ. შესაბამისად, 7 ათწლეულის შემდეგ, სისტემაში ყველის მხოლოდ ოთხი სახეობა დარჩა (იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის ყველი) და ბევრმა დღემდე არ იცის, რომ საქართველო რეალურად ყველის სხვა უამრავი სახეობის სამშობლოა.

მიქაძე-ჩიკვაიძე წლების განმავლობაში მოგზაურობდა სოფლებში, ინტერვიუებს იღებდა ასაკოვანი მაცხოვრებლებისგან და ეძებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ იცოდნენ ყველის წარმოების ძველი ტექნიკა.

იზოლირებულ ადგილებში მოგზაურობისას მან აღმოაჩინა ისეთი ადამიანი, როგორიც არის მაგალითად გალინა ინასარიძე, რომელმაც ყველის წარმოების უძველესი ტექნიკა იცოდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. გალინას თქმით, იგი ყველს მხოლოდ ოჯახისთვის, ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ამზადებდა.

მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, ანდრიაწმინდა და ჭობარეთი არის მხოლოდ ის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ მზადდება ტენილი ყველი, ყველის თოკები, რომლებსაც ძროხის რძისგან ამზადებენ.

ინასარიძემ, ტენილი ყველის მწარმოებელმა, რომელიც ანდრიაწმინდაში ცხოვრობს, დამზადების ტექნიკა ბებიასგან ისწავლა და თავის შვილებსაც ასწავლა. მას აგრეთვე დასაქმებული ჰყავს ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი, რომლებიც მას ტენილი ყველის წარმოებაში ეხმარებიან.

სვანეთის რეგიონიდან დაწყებული, კავკასიის მთებში, სამცხე-ჯავახეთამდე რეგიონში, ეს არის ყველის სახეობების ის ჩამონათვალი, რომლებიც მეტად პოპულარულია კუსტარულად დამზადებულ ყველებს შორის:

ტენილი ყველი: ძროხის რძისგან დამზადებული ყველი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, მას მლაშე გემო აქვს, იგი უნიკალურია და ხაჭოს თბილი გუნდების ხელით დამუშავების შედეგად მზადდება, საბოლოოდ კი გრძელი თოკების ფორმა აქვს.

გუდის ყველი: ეს ყველი თუშეთის რეგიონიდან არის, სადაც იგი 6 თვის განმავლობაში ძველდება. მას ძალიან მლაშე გემო და ძალიან მძაფრი სურნელი აქვს.

ნარჩვი: იგი სვანეთის ალპურ ზონაში მზადდება, პატარა ხის ყუთშია მოთავსებული, ზემოდან კი ქვები ადევს. ასე ინახება იგი სამი თვის განმავლობაში. მისი ტექსტურა რბილი, კარაქისებრია და საკმაოდ მძაფრი გემო აქვს.

დამბალხაჭო: ეს მშრალი ყველი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ძროხის რძისგან მზადდება, მას რბილი ტექსტურა აქვს.” – ნათქვამია სტატიაში.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია