Black Sea Arena-მ სახელმწიფო 14 მილიონით აზარალა

“ფლანგვის დეტექტორმა“ დაიანგარიშა, რა დაუჯდა სახელმწიფოს ორი წლის მანძილზე ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზის შენახვა.  Black Sea Arena ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა და როგორც ამბობენ, ის 200 მილიონი ლარი დაჯდა. შემდეგ კი სახელმწფიოს უსასიდლოდ გადასცა. კრიტიკოსები ამ ინიციატივას თავიდანვე გამოუჩნდა. ისინი ამბობდნენ, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისა დარბაზი მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საკუთარ თავს ვერ შეინახავდა და სახელმწიფოს მისი შენახვა ძვირი დაუჯდებოდა. მაშინ მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს იმით ამართლებდნენ, რომ ის ტურიზმს წაახალისებდა. სახელმწიფომ ამ დარბაზის ფუნქციონირებაზე და კონცერტების ორგანიზებაზე მილიონობით ლარი დახარჯა, თუმცა უშედეგოდ:

2017-19 წლებში Black Sea Arena-ს მიერ გაყიდული ბილეთების მხოლოდ 2% იყო ქვეყნის გარედან ნაყიდი;

სახელმწიფომ 20 მილიონზე მეტი გადაიხადა Black Sea Arena-ზე 25 კონცერტის გამართვაში და მხოლოდ 5 მილიონის ბილეთები გაყიდა.

შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანიის მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.

საკონცერტო დარბაზის მთავარი საქმიანობა, ჯერ-ჯერობით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული მრავალმილიონიანი კონცერტებისა და ღონისძიებების მასპინძლობაა.

Black Sea Arena-ზე კონცერტები პროექტ Cheсk in Georgia-ს ფარგლებში იმართება. პროექტის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.

2017-19 წლებში Black Sea Arena-ზე 25 კონცერტი გაიმართა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 19,279 627 ლარი შეადგინა (2017 – 9 287 481 ლარი ; 2018 – 4 948 191 ლარი, 2019 – 5 043 955 ).

2017-18 წლებში Black Sea Arena-ს მოვლა-შენახვის ხარჯებმა ჯამში 1 233 744 ლარი შეადგინა ( 2017- 563 824 , 2018 – 669 920 ).

სრული ხარჯი 20,513,371 ლარია

დარბაზის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წელი 6.4 მილიონი, ხოლო 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა. 2019 წელს ჩატარებულ კონცერტებში სახელმწიფო სუბსიდია 5,043,955 ლარი იყო, საიდანაც ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა2,318,096 ლარი შეადგინა. შესაბამისად 2019 წლის მიმდინარე ზარალი მხოლოდ ამ კონცერტებში 2,725,859 ლარია.

საბოლოოდ 2017-2019 წლებში “ბლექ სი არენამ” სახელმწიფო ბიუჯეტი 13 525 859 ლარით აზარალა. იქ გამართული კონცერტებიდან არცერთს დაუფარავსბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები.

Black Sea Arena-ზე სულ 10 000 ადამიანი ეტევა. აღნიშნულ კონცერტებზე ჯამში 97,743 ბილეთი გაიყიდა შესაძლო 250,000-დან.მხოლოდ 2% – 1,965 ბილეთი – იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან ნაყიდი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.