მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს – “ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე… მე ჩამოვალ საქართველოში… ” (ვიდეო)

ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა…

უსუფაშვილი: მთავარი სანქციაა ამომრჩეველმა ხულიგნობით გამორჩეული დეპუტატებისკენ არ გაიხედოს

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში დეპუტატების ქცევასთან დაკავშირებით არსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით…

ანი მიროტაძე: ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, როცა საზოგადოებამ ბელოდამანიაზე უარი ვერ თქვა

ამის შესახებ პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატმა, “შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა…

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიულმა შენაერთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანიოვრები 15 აპრილამდე გასტანს. “ეს…

პრემიერი: “მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს… დღეს მოდაშია ნეგატივი” – გაკეთებული საქმე, თუ …?

ხშირად მასმედია არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარტია ”ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.…

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა დროებით აიკრძალა. როგორც „სპუტნიკი“ იუწყება,…

“ოცნების” შიგნით ეს ჯგუფები პირველი ვეზირობისთვის იბრძვიან” – 2020

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქართული ოცნება ერთგვაროვანი არ არის და პარტიის შიგნით რამდენიმე დაჯგუფებას შორის ბრძოლა…

ივანიშვილი კვირიკაშვილის საუბარი- ვის და რაზე მიანიშნა პრემიერმა?

პრემიერ მინისტრის განცხადებაზე, რომ ის რამდენიმე წელი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, “რეზონანსთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ანალიტიკოსი…

„მართლა ჰგონია, რომ შერჩება მოპარული მილიონები და წყნარად გადაინაცვლებს ბიზნესში? “

ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი კვირიკაშვილზე  წერს: კვირიკაშვილი: „მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ…

“ქართულ ოცნებას” სულ უფრო და უფრო უჭირს ამომრჩევლის ნდობის მოპოვება – პოლიტოლოგი

ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლის შემდეგ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ცვლილებების გაგრძელება საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდი…

„ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს“ – გამიზნული პროვოკაცია თუ საქართველოს ხელისუფლების უგუნური ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ?

ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა…

ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა – დიპლომატები წინასწარ დაწერილ სცენარზე საუბრობენ

ვინ დაწერა პრემიერის ღია წერილი, რომელიც რუსეთს გაეგზავნა – დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ის წინასწარი დაწერილი სცენარიდან…

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია – პრემიერობის შესაძლო კანდიდატებად მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია განიხილებიან

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და მალე მთავრობას ახალი…

როგორ გადაინაწილეს გავლენები კახი კალაძის მამამ და სიმამრმა?

ჭირმა თავი არ დამალაო, ხომ გაგიგიათ?! ჰოდა, ასეა მმართველი გუნდის საქმეც – ხელისუფლების შიგნითარსებულმა დაპირისპირებამ უკვე გარეთ გამოჟონა და ძალიან დიდი ალბათობით, მალე ბევრს წალეკავს. იმას, რომკახა კალაძის გუნდი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და უკვე ბიძინა ივანიშვილის მითითებებსაც არ ასრულებს, ბევრი ამბობდა, თუმცა ახლა თვალნათელი გახდა, რომ საკუთარი ამბიციები კალაძის «სასტავმა» ზედაპირზედადო. ჯერ ის ვთქვათ, ვინ იგულისხმება კალაძის გუნდში?! პირველ რიგში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომელიც კალაძესთან ახლოს არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ჰობითაც დგას.  ორივეს უყვარს მოტოციკლებიდა სწორედ კალაძის რჩევით შეიძინა თალაკვაძემ «ჰარლი დევიდსონი», რომლითაც ხშირად გადაადგილდება. ისე, კალაძეს ორი «ჰარლი დევიდსონი» ჰყავს და მეგობრები ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებიან. ეს ისე, ჰობისმიმართულებით, თორემ ის, რომ აჩიკო აქტიურად მუშაობს პარლამენტარების გადაბირებისთვის დაკვირიკაშვილის გუნდის დასუსტებისთვის, პარლამენტში ყველა გეტყვით. კალაძის მხარეს არიან მამუკა მდინარაძეც და ირაკლი კობახიძეც. უფრო მეტიც, ბატონი ირაკლი დეპუტატებსულტიმატუმსაც კი უყენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის გარეშე ნაბიჯს გადადგამენ, ფინანსური პრობლემებიშეექმნებათ. არადა, კვირიკაშვილს, ასე თუ ისე, სამთავრობო გუნდი უჭირავს, თუმცა ყველამ იცის, რომსამთავრობო გუნდი უფრო ვახტანგ გომელაურს უჯერებს, ვიდრე კვირიკაშვილს, გომელაური კი ივანიშვილისმითითებებით მოქმედებს. რა გამოდის? ერთ მხარეს დგას პარლამენტი კალაძის მხარდამჭერებით და მეორე მხარესმთავრობა, რომელმაც რეალურად არ იცის, ვის მხარეს არის. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტოარჩევნებში ივანიშვილი აქტიურად გამოჩნდება, რათა თავგასულ პარლამენტარებს ლაგამი ამოსდოს, თუმცა… თბილისის საკრებულოში კალაძის მხარდამჭერთა ფრთა მას შემდეგ შესუსტდა, რაც ივანიშვილის რეზიდენციაშიზურაბ ტყემალაძე იმყოფებოდა. მოგეხსენებათ, ტყემალაძის შვილი საკრებულოს თავმჯდომარეა და როგორცგავიგეთ, კალაძის დეპუტატებმა ის «გაკერეს», გვერდითაც დაიყენეს, მაგრამ მამის «მიჯირყვნის» შემდეგ, ტყემალაძე ისევ ძველ ნოტაზე ამღერდა. «წესითა და რიგით, კალაძეს არაფერი არ უნდა უნდოდეს. მას აქვს ყველაფერი, რაც სურს – მერის პოსტი, თანამდებობებზე საკუთარი ხალხი, მაგრამ კახას სრული კონტროლი ესიზმრება. მას უნდა, რომ მინისტრები არინიშნებოდნენ მისი რეკომენდაციის გარეშე, მას უნდა, რომ ემორჩილებოდეს ყველა და ყველაფერი და ამამბავში მამამისი, კარლო კალაძეც აქტიურად არის ჩართული. დღეს რეალურად კარლო წყვეტს, თბილისში სადრა უნდა აშენდეს და როგორ. კახაზე მამის გავლენა როგორიც არის, მისმა გარემოცვამ ძალიან კარგად იცის. ისდღემდე უყვირის კახას და დღემდე პატარა ბავშვივით ტუქსავს», – გვითხრა ჩვენმა წყარომ. არანაკლებ საქმეებშია ჩართული კალაძის სიმამრი. ანუკი არეშიძის მამა ნავთობპროდუქტების გაკონტროლებასცდილობს, მაგრამ ეს საქმე დიდად არ გამოსდის, რადგან ბენზინზე «თათი» უჩა მამაცაშვილს უდევს. შესაბამისად, კახას სიმამრი ძირითადად გაზგასამართი სადგურებით არის დაინტერესებული და რამდენიმე გაზგასამართისადგური საკუთარ მფლობელობაშიც კი აქვს. «კალაძეს ბიძინა შვილობილს ეძახდა, მაგრამ რამდენიმე თვეა, უკვე ურთიერთობა აღარ აქვს, რადგან კახამრამდენიმე პროექტზე უარი თქვა. პანორამა–თბილისის და თაბორის მთის პროექტები საბუთებით იმდენად არისგამყარებული, რომ კალაძე ვერაფერს ახერხებს, თორემ ამ პროექტებსაც გააჩერებდა. სამაგიეროდ, პანორამასგარშემო სადაც კი თავისუფალი ადგილი ნახა, ყველაფერი სათავისოდ დაიმტკიცა და «გააპრავა». ბიძინას არმოსწონს, რომ კალაძე მასთან დატოლებას ცდილობს და სავარაუდოდ, ბრძოლა დაუნდობელი იქნება», – გვეუბნებაჩვენი წყარო. ანი დვალიშვილი წყარო: ალია 

,,ტატუნაშვილის ცხედრს გადმოსვენებაზე რუსეთმა ხელი დაიბანა“ – დავით უსუფაშვილი

  ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის…

“ბატონი ბიძინა იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი…” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია “ქართულ ოცნებას” ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა არ დაუწყია. “ტვპირველის” თოქშოუ…

შეხვდება თუ არა კვირიკაშვილი პუტინს? – ირაკლი კობახიძე პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოსა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა შეიძლება…

რამე განსხვავებაა ოკუპანტსა და «ოცნების» ხელისუფლებას შორის?!

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ასეთისამარცხვინო პოლიტიკური განცხადება გააკეთა: რადგან მიშამსამაჩაბლო დაკარგა, ტატუნაშვილი იმიტომ მოკლესო. ეს ვაჟბატონი არ იყო, მიშას პრეზიდენტ ბუშზე ადრე 2008 წელს პირველმა რომ მიულოცა გაყალბებულიხელმეორედ გაპრეზიდენტება?! როცა სამაჩაბლოდან დევნილ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა წამებით ამოხადეს სული, იმდროს სამაჩაბლოდან დევნილთა ხუთ ოჯახს (აღმაშენებლის #8-ში) კომპაქტურად ჩასახლებულ მარტოხელადედებს, მოხუცებს, ინვალიდ ადამიანებს აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებმა უმოწყალოდგამოუყარეს ნივთები. სუბარის «კანტორის» უსახური ჩინოვნიკი კი ამ ყველაფერს სეირით უყურებდა და ერთისიტყვაც არ შეაწია დევნილებს. როცა ერთ–ერთი მარტოხელა ქალი დალი რომელაშვილი ძალიან ცუდად გახდა დასასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაშინ ინვესტორებმა 12 დღე გადაუვადეს გამოსახლება დევნილებს. სუბარის ლოგიკით, თუკი მიშამ სამაჩაბლო დაკარგა, სამაჩაბლოდან თბილისში მცხოვრებ დევნილებსაც წამებითუნდა ამოხადოს სული საკუთარმა ხელისუფლებამ. მაშინ, რა განსხვავებაა ოკუპანტსა და «ოცნების» ხელისუფლებას შორის?! ეს ხელისუფლება მარტო იმის გამო უნდა დამთავრდეს, რაც დევნილებს «პლეხანოვზე» მოუწყვეს, ეს დღე დევნილებისთვის მეორედ მოსვლის ტოლფასი იყო და ხელმეორედ გახდნენ დევნილები. პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილს მობილურზე დავურეკე და მისმა მოხელე ჩინოვნიკმა ვინმე ზურამ პირადადმითხრა, – დევნილებმა მაინცდამაინც თბილისში რატომ უნდა იცხოვრონო?! მე კითხვა იქით შევუტრიალე, – შენიაზრით, «პლეხანოვზე» მარტო თურქებმა და არაბებმა უნდა იცხოვრონ–მეთქი?! არაერთი ზარისა და სმს–ების შემდეგ, როგორც იქნა, არჩილ თალაკვაძემ იკადრა ეპასუხა და გაოცებულმა მკითხა, – ეს ამბავი სად ხდებაო?! ამით დამთავრდა დევნილების თემაზე მასთან საუბარი. არადა, ეს გახმაურებული ამბავიმთელმა თბილისმა იცის. «ალია» დაწვრილებით წერდა, რა მაქინაციებით ჩაიგდეს ხელში ეს შენობა ბიზნესმენებმა – ვერა ქობალიას ქმარმა და სოფო ნარჩემაშვილის შვილმა ვასილ კავაძემ და დავით კურცხალიამ და ამ ორი დამნაშავესუბიექტის ირგვლივ ყველა სახელმწიფო უწყება როგორ გაერთიანდა. alia.ge– ზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ერთ–ერთი მესაკუთრის დედამ, ჩვენმა კოლეგა ნარჩემაშვილმა დამირეკადა თავი იმართლა, მეორე დღისთვის დაგვპირდა, რაღაც დოკუმენტს გადმომცემდა, რაც თითქოსდა მისი შვილისუდანაშაულობას დაამტკიცებდა, მაგრამ მას შემდეგ ლამის თვე გავიდა და არ შემხმიანებია… საწყალმა დევნილებმა კი დასტა დოკუმენტებით ხელში პარლამენტის წინ ამაოდ იშიმშილეს, ისინიხელისუფლების ყურადღებას ითხოვდნენ, კოლექტიური წერილიც დაწერეს პარლამენტის თავმჯდომარისსახელზე, ერთ–ერთმა დევნილმა განცხადებაში ასეთი რამ ჩაწერა: რადგან ხელისუფლება ასე გვწირავს და ქუჩაშიუმოწყალოდ გვყრის, იძულებული ვარ, ჩემი ორი შვილით ცხინვალის მთავრობას ვთხოვო თავშესაფარიო!.. აი, სადამდე მიიყვანა საკუთარი მოსახლეობა ამ უსინდისო ხელისუფლებამ.  მთავრობის კანცელარიაში მისული პირადად შევხვდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსუფროსს მამუკა ასათიანს, რომელმაც ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: – თუკი შეთანხმებული არ არიან დევნილები დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათი გამოსახლება არმოხდება, რადგან მათ კანონი იცავსო. ერთი სიტყვით, ამ ადამიანმა ხაზგასმით თქვა, რომ ამ შემთხვევაშიგამოსახლება უკანონო იქნებაო!. ამის შემდეგ დევნილთა სამინისტროს სამმართველოს წარმომადგენლობის უფროსს ლევან ბარდაველიძესვესტუმრე, წინა დღით სატელეფონო საუბარში მან განმიცხადა, რომ ეს საქმე უნდა დავშალოთო, გავიფიქრე, იქნებ ამ ხალხს საშველი დაადგეს, ალბათ, დევნილთა სამინისტრომ პოზიცია შეიცვალა და ამდენი ხნის შემდეგგონს მოეგო–მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ჩემს კითხვაზე, რისთვის დასჭირდა დევნილთა სამინისტროს იურისტს მედეა ბედოიძის ასეთი განცხადებასასამართლო პროცესზე აღმაშენებლის #8-ში კომპაქტურად შესახლებულ დევნილებზე, რომელმაც ცოცხალიტყუილი თქვა: ისინი დევნილები არ არიან და მათ სტატუსი არ ჰქონდათო. მაშ, როცა ეს შენობა გასხვისდა, როცაყველა დოკუმენტი არსებობს, რომ ისინი ჯერ კიდევ რეგისტრირებული არიან 2008 წლიდან საჯარო რეესტრიდანამოღებული ეს დოკუმენტიც დევნილებს ხომ ხელთ აქვთ,…