„ვალებით წამოვედი და თქვენ საიდან ხდებით მილიონერები და როგორ აშენებთ სასახლეებს?“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ვალების განულების ვებ-გვერდის ამონაწერს აქვეყნებს და მცირე კომენტარს ურთავს:…

განგაში: ბოლნისში 13 წლის ბიჭი, სავარუადოდ, სასტიკად ცემის შემდეგ გარდაიცვალა!

ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ერთი თვი განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს…

საქართველოს ეკლესიის პასუხი უკრაინის ავტოკეფალიაზე – სამი შესაძლო სცენარი

უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე დღეებია დარჩენილი და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ილარიონ ალფეევი ილია ||-სთან მოლაპარაკებებს მართავს,…

ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა კონკრეტული მიზნით – ია კერზაიას შვილი დედის გარდაცვალების მიზეზებზე და პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს (ვიდეო)

„მათი მიზანი იყო ანგარიშსწორება და ეს განახორციელეს მთელი სისასტიკით” – ეს განცხადება, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის…

ახალი სკანდალი – განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს – ამის დამადასტურებელი მტკიცებულება „კურიერმა“ მოიპოვა. სამინისტროს…

ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ყალბი საიტი შეიქმნა

ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ყალბი საიტი შეიქმნა – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინოფრმაციით, ყალბი საიტი შავ სიაში…

17,539 მილიარდ ლარი, ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს საქართველოს სახელმწიფო ვალი…

ცხინვალში ბომბსაფარების მშენებლობას იწყებენ – რისთვის ემზადებიან ოკუპანტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება „რესპუბლიკის” ტერიტორიაზე ბომბსაცავების მშენებლობას იწყებს, სადაც, ომიანობის შემთხვევაში, საჰაერო ან საარტილერიო იერიშისას…

პოლიტიკის გაკვეთილები! პირველი სასამართლო პროცესი! – „პოლიტიკა სამსჯავროზე“

პირველი სასამართლო პროცესი: რამდენად შეესაბამებოდა ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,…

ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა

ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს. ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში…

თბილისის ბიუჯეტიდან გაფლანგული 2 მილიონი და ჩატარებული მხოლოდ 2 ღონისძიება – მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის მუშაობის შედეგი

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით შექმნილმა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მუშაობა ისე დაიწყო და დაასრულა,…

არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში პური გაძვირდა – პროდუქტის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

პური გაძვირდა. გაზრდილი ფასი პურის დახლებზე დღეს დილიდან გამოჩნდა. მომხმარებელი უკვე 10 თეთრით გაძვირებულ პურს ყიდულობს.…

საიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, დღეს ამოქმედდება (იხილეთ ბმული)

vali.ge – სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი ჯერ არ ამოქმედებულა. საიტი დღეს საღამოს 18 საათიდან უნდა…

2019 წელთან დაკავშირებული „შოკისმომგვრელი პროგნოზები“

დანიურმა საინვესტიციო ბანკმა Saxo Bank მომავალ წელთან დაკავშირებული „შოკისმომგვრელი პროგნოზები“ გამოაქვეყნა. ასეთ პროგნოზებს ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს…

«ეს იქნება პირველი დიდი ტყუილი მოგებული არჩევნების შემდეგ»

არჩევნების დასრულების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ისევგაუფასურდა, თუმცა ეს ხელისუფლებაში უკვე აღარავის ახსოვს. ფაქტობრივად, დამტკიცდა, რომ მმართველი გუნდი ლარს ხელოვნურადიჭერდა, თუ მაგას დაჭერა ერქვა და სწორედ ამ მიზეზით, არჩევნების პერიოდში მისი თავისუფალი ვარდნაშეჩერდა. თუ გახსოვთ, კომერციული ბანკების ფინანსური დირექტორების შეკრებაზე გიამბეთ და მაშინმმართველი გუნდის ლიდერებმა იმის გარკვევა კი არ დაიწყეს, როგორ ეშველათ საქმისთვის და როგორგაეხანგრძლივებინათ ინფლაციის შეჩერების პროცესი, არამედ იმას არკვევდნენ, საიდან გაჟონა ინფორმაციამ«ალიაში» და რომელი ბანკის ფინანსური დირექტორი ალაპარაკდა. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის – ბატონებო, პრობლემებზე საუბრობს ყველა და საუბრობს ვიწრო გარემოში. მერე ეს ვიწრო გარემო ფართოვდებადა ჩვენამდე მოდის. ანუ ის, რომ რაღაცები მარტო თქვენ იცით, არ არის მართალი და დარწმუნებულიბრძანდებოდეთ, მუდმივ რეჟიმში იქნება ინფორმაციის გაჟონვის შანსი და ეს თქვენთვის ცუდი არ უნდა იყოს. ცუდი არ უნდა იყოს თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი ეჩვევა იმ მოლოდინს, რაც მომავალში იქნება და მერე თავისმართლებაც უფრო ადვილია. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენი ბანაკიდან ჟონავს ინფორმაცია. აგერ, «ნაციონალური მოძრაობის» წევრებიუარეს დღეში არიან. ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას შიდაპარტიული დაპირისპირება არც ისე აკლდა, მაგრამ ახლა, როცა 11 პარტიაა გაერთიანებული და საქმის გარჩევა ამ 11 პარტიის ლიდერის თანდასწრებით მიმდინარეობს, გვერწმუნეთ, საინტერესო სანახაობა გახლავთ. «ყველამ ვიცით, რომ ამ გუნდს გაერთიანებული ოპოზიცია პირობითად ჰქვია, რადგან გადაწყვეტილებას«ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები იღებენ და შემდეგ დანარჩენი პარტიის ლიდერებს ეუბნებიან, რა დაროგორ უნდა თქვან. უკვე გადაწყვეტილია, რომ «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტსაბჭოში რამდენიმესერიოზული ცვლილება განხორციელდება, რადგან არიან პოლიტსაბჭოს წევრები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომარჩევნებზე ისინი საკუთარმა პარტიამ გაწირა. კონკრეტულ რეგიონებში, «ნაციონალურმა მოძრაობამ» არც ფულიჩადო, არც დამკვირვებლები გაუშვა, არც ლიდერები მიავლინა და «ოცნებასა» და ძალოვნებს ეს ადამიანებიუბრალოდ შეატოვა. შედეგად, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, «ნაციონალების» წევრები კი არ დააშინეს დაშეაშინეს, არამედ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რაც პარტიაშიც იციან, თუმცა ხმას არავინ იღებს, არ აინტერესებთ, ვიდეომტკიცებულება არ აქვთ და «პეხოტა» თუ დაიტანჯა, არც არაფერი», – გვითხრა «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტსაბჭოს წევრმა. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანებმა პარტია დატოვონ და… ცალკე ძალა შექმნან, ის ძალა, რომელიც ერთგვარად დამოუკიდებელი იქნება სააკაშვილისგან, მაგრამ კავშირი ექნება უცხოელ პარტნიორებთან. ასეთი აზრი კარგა ხანია «ნაციონალებში» მუსირებს, მიშას სახელისგან გათავისუფლება ძალიან უნდათ ადამიანებსდა არ არის გამორიცხული, ეს ადამიანები ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, გიორგი (და არა გრიგოლ) ვაშაძის გარშემოგაერთიანდნენ და სწორედ ის აღიარონ ლიდერად. ეს, რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ამბებს, მაგრამ ჩვენ ის ვთქვათ, სამომავლოდ რა ეშველება ხალხსა და მისუდიდებულესობა… ეროვნულ ვალუტას. ივანიშვილის მიერ, გაზაფხულისთვის დაანონსებული ინვესტიციებისშემოდინება ჯერჯერობით ისევ ბუნდოვნად ჩანს და რაც მთავარია, გაზაფხულამდე შორია. ახალი წლისმოახლოებასთან ერთად, წესით, ლარი უნდა გამყარდეს, რადგან მოთხოვნა სწორედ ეროვნულ ვალუტაზე იქნება, მაგრამ… «ლარი არც წინასაახალწლოდ გამყარდება, თუ ხელისუფლება არ ჩაერია. წინასაარჩევნოდ იმდენი ფული დარიგდა, რომ მის ამოღებას მინიმუმ ორი კვარტალი დასჭირდება. ანუ ლარი მოსახლეობაში მრავლად არის და შედეგად, ახალი წლის იმედად ტყუილად ვართ. აქ ერთადერთი გამოსავალია – ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიწყოს ლარისმასობრივი შესყიდვა, თუმცა, ის ოდენობა, რომელიც ლარს გააჩერებს და დეფიციტს შექმნის, იმდენად დიდია, რომეროვნულ ბანკს ამის რესურსი არ აქვს. საქმეში უნდა ჩაერთონ კომერციული ბანკები, თუმცა ეს მათთვის წამგებიანიიქნება, რადგანაც საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი და შესყიდული ლარი კუპონად იქცევა. გამოდის, რჩებაერთადერთი გზა – უცხოური ინვესტიციები, რომლებიც, უბრალოდ, არ ჩანს. არის კიდევ ერთი, ოღონდგრძელვადიანი გათვლა. საქართველოს ყველა რეგიონში უნდა აშენდეს რამდენიმე დიდი საწარმო, რომელიციმუშავებს მხოლოდ საექსპორტო პროდუქციაზე, ნაწარმოებ პროდუქტს გაყიდის საზღვარგარეთ და იძულებულიგახდება, ადგილობრივი მუშახელისთვის ხელფასის გადასახდელად პროდუქციაში აღებული უცხოური ვალუტაგაყიდოს და ამით საქართველოში დოლარის ჭარბი მარაგი შექმნას, თუმცა ამის დაგეგმვასა და განხორციელებას, მინიმუმ, 3-4 წელი სჭირდება. ამიტომ მაქვს შიში, რომ მმართველი გუნდი ძალიან მალე დაიპირისპირებსკომერციულ ბანკებს და ქვეყანაში ფინანსური კოლაფსი იქნება», – გვეუბნება საქართველოში მოქმედი ერთ–ერთიუდიდესი (თუ ყველაზე დიდი არა) ბანკის წარმომადგენელი. მისივე თქმით, ხელისუფლებას საფინანსო ორგანიზაციები უკვე შემოსწყრნენ, რადგან სწორედ ხელისუფლებისგამო, ისინი იძულებულნი გახდნენ, ასეულათასიანი აქტივები პრაქტიკულად უფასოდ დაეთმოთ. საუბარი იმპროგრამაზეა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო 600 ათას ადამიანს სესხებს უნულებს, მაგრამ… «ვებგვერდი, სადაც მითითებული იქნებოდა, ვის შეეხო ვალების განულება, მოხმარებაში 3 დეკემბერს უნდაჩაშვებულიყო, მაგრამ ამ ვადამ გადაიწია. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ვებგვერდზე «ქართუ ბანკი» მუშაობსდა ეს მათი პრეროგატივა არ არის, «ქართუ ბანკი» კი აცხადებს, რომ საფინანსო ორგანიზაციებმა სიები ჯერსრულად არ მიაწოდეს, რაც ვებგვერდის ამუშავებას უშლის ხელს. მე გეტყვით, რა ხდება რეალურად – ეს 600 ათასიადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ანუ ვალები არა ამდენ ადამიანს, არამედ დაახლოებით 100 ათასს ჩამოეწერება. უხეშად დავთვალოთ – 600 ათასი ადამიანი ხომ არის 600 ათასი ოჯახი?! რატომ? იმიტომ, რომ, თუ ოჯახის წევრიგაშავებულია, პრაქტიკულად გამორიცხულია, საფინანსო ორგანიზაციამ ოჯახის მეორე წევრზე გასცეს კრედიტი.…

«ივანიშვილმა დეტალურად ჩამოუთვალა დეპუტატებს ის ბიზნესები, სადაც ხელი აქვთ ჩაყოფილი და დაემუქრა, რომ ბიზნესი კი არა, პურის ფული გაუხდებათ სანატრელი»

არჩევნები დასრულდა და ახლა ყველა არმაგედონის მოლოდინშია. ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შემდეგ, არაერთი მუნიციპალიტეტისმერი თუ საკრებულოს თავმჯდომარე დაფიქრდა და ჩაფიქრდა საკუთარმომავალზე. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ რამე ახლის მოფიქრებასაჭირო არ არის – მაისში მინიმუმ სამ ოლქში გაიმართება არჩევნები – მთაწმინდაზე მაჟორიტარ დეპუტატსაირჩევენ, რადგან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ზუგდიდის, ხულოსა და ჭიათურის მერებმათანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს, მარნეულის მერის საქმე ძიებაშია და სანამ კანონიერ ძალაშიგამამტყუნებელი განაჩენი არ შევა, იქ ვადამდელი არჩევნები ვერ გამოცხადდება და სავარაუდოდ, მარნეული ახალმერს ან ოქტომბერში აირჩევს, ანაც… კანონის მიხედვით, თუ ოფიციალურ არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება, მერის არჩევნები არ დაინიშნება, ანუ თუ თემურ აბაზოვის ადვოკატებმა საქმე ჯერ სააპელაციოში წაიღეს, მერე კიუზენაესში, პროცესი შესაძლოა ისე გაიწელოს, მარნეული მერის მოვალეობის შემსრულებლის იმედად დარჩესბოლომდე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დანარჩენი საქართველოს მერები ჩაფიქრებული დადიან. სადაც სამი, იქაც ათი, მარტივი დასათვლელ–გასათვლელია და თანაც, ივანიშვილს ხმამაღლა შეეძლება თქვას, აგერ, დანაპირებსვასრულებ და იმ ადამიანებს, ვინც მოსახლეობის სამსახურში არ იდგა, ხელისუფლებიდან ვუშვებო, თუმცა… «რეალურად, მშვიდად მხოლოდ კახა კალაძეა, რადგან მას მოხსნა არ ემუქრება. აი, დანარჩენები კი, შეიძლებაითქვას, შავ დღეში არიან. იმის მიუხედავად, მოიგეს თუ არა მერებმა თავიანთ სამფლობელოში ორივე ტური, რაშედეგი დადეს… შიდა ბრძოლები დაიწყო და ივანიშვილამდე ათასი ტყუილ–მართალი მიაქვთ. რას ნიშნავს ეს?!რას და იმას, რომ, მაგალითად, რომელიმე მერმა დამაჯერებლად მოიგო პირველი და მეორე ტური, მაგრამ გუნდისშიგნით მისი მოწინააღმდეგეები ივანიშვილს ეუბნებიან, რომ ეს კაცი გასაშვებია, ხალხს არ უყვარს და არჩევნებირეალურად მერმა კი არა, ივანიშვილის ავტორიტეტმა მოიგო. აი, შერყეული ჭარბი ნდობის ფონზე, ივანიშვილსიმის გაგონება, რომ სადღაც სწორედ მისმა ავტორიტეტმა გაჭრა, ძალიან სიამოვნებს და ნაბან წყალს შეიძლებაბავშვი არაერთ მუნიციპალიტეტში გადააყოლონ», – გვეუბნება «ოცნების» მაღალჩინოსანი. მშვიდად არც პარლამენტის წევრები არიან. მაჟორიტარ დეპუტატებს ივანიშვილი მეორე ტურამდე ორჯერ შეხვდადა ორივეჯერ აგრძნობინა, რომ მათი მუშაობით უკმაყოფილოა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა დეტალურად დაყველას თანდასწრებით ჩამოუთვალა დეპუტატებს ის ბიზნესები, სადაც ხელი თუ ფეხი აქვთ ჩაყოფილი დადაემუქრა, რომ ბიზნესი კი არა, პურის ფული გაუხდებათ სანატრელი. ამიტომ დეპუტატები საკუთარი რესურსისმობილიზებასა და დარჩენილი ვადის ყიდვას ცდილობენ. «ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს – არიან ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილი ბრმად ენდობა, თუმცა ესადამიანები არ არიან, მაგალითად, კობახიძე, მდინარაძე ან თალაკვაძე. მას ჰყავს შიდა, ახლო გარემოცვა დასაუბარი სწორედ მათზეა. ჰოდა, ამ გარემოცვას უკავშირდებიან მაჟორიტარები და ქეშის გარდა, ბიზნესებშიწილებს სთავაზობენ იმის სანაცვლოდ, რომ მათ ივანიშვილს კარგი ინფორმაცია მიაწოდონ და 2020 წლამდემათი თავი არ გაგორდეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი შიში არ აქვთ, არცმანდატს დატოვებენ და თუ საჭირო იქნება, ოპოზიციაშიც წავლენ, რაც არავის აწყობს», – გვეუბნება ჩვენი წყარო. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში საპროტესტო ტალღა უკვეაგორდა. ის აქტივი, რომელიც თავს 2012-იანელებს ეძახის და რომელიც არჩევნების მეორე ტურში ჩაერთო(შედეგად, არჩევნებში წარმატებას მთლიანად თავად იბრალებენ), უკვე სამუშაო ადგილებს ითხოვს და რაცმთავარია, ეს ადგილები არ უნდა იყოს რიგითი. ასევე, არაერთ მუნიციპალიტეტში, მერებსა თუ საკრებულოსთავმჯდომარეებს ღიად ეუბნებიან, რომ ნუ დაელოდებიან ივანიშვილის მითითებას და თანამდებობები საკუთარისურვილით დატოვონ. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, მერები არჩევნების შემდეგ სამსახურებში არცგამოცხადებულან და შეიძლება ითქვას, განაჩენს ელიან. დახარისხების პროცესი უკვე დაწყებულია და ახალწლამდე, ყველას ეცოდინება, ვინ მიდის და ვინ რჩება, თუმცა… «მე ხალხმა ამირჩია. საკუთარი არჩევნები მოვიგე პირველივე ტურში და შესაბამისად, არ ვაპირებ, თანამდებობადავტოვო. იმ არჩევნების გამო, კრედიტი გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც ხელფასით უნდა დავფარო დაშესაბამისად, ქუჩაში დარჩენას არ ვაპირებ. ამიტომ, თუ ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი გაბედავს დამეტყვის, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით უნდა დავტოვო, უარს განვაცხადებ. შემოვიდეს აუდიტი დაშეამოწმოს, მე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია და შესაბამისად, ვერც დაჭერით შემაშინებენ», – ეს  ჩვენთან საუბარში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომივანიშვილი მის გაშვებას აპირებს. სხვათა შორის, მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მერისწინააღმდეგ კომპრომატების მოძიება უკვე დაწყებულია და არც ისეა საქმე, როგორც თავად ჰგონია, რადგანრამდენიმე სამსახურში აშკარა გადაცდომის ფაქტები უკვე აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერისკაბინეტიდან ციხის კარამდე არცთუ ისე შორი მანძილია. პარალელურად, ივანიშვილმა შტაბის უფროსებს დეტალურად მოსთხოვა მიღებული თანხების განაწილებისა და ამგანაწილების შედეგად დამდგარი შედეგის წარდგენა. ანუ ივანიშვილს აინტერესებს, რა დაუჯდა კონკრეტულმუნიციპალიტეტში თითო ხმა და რეალურად, რაში დაიხარჯა თანხები. «საუბარი არ არის რამდენიმე ათასზე, საუბარი მილიონებზეა. არჩევნების მოსაგებად შტაბების უფროსებმა ძალიანდიდი თანხები მოითხოვეს და რაც მთავარია, ეს თანხები მიიღეს კიდეც. იმის გახსენება, რომ შტაბების უფროსებადმუნიციპალიტეტების 99%-ში მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარეები ან მერებიგვევლინებოდნენ, ადვილი მისახვედრია, ვისზე აპირებს ჯოხის გადატეხას ივანიშვილი. ასპროცენტიანი სიზუსტითშემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 80-დან 100 ათას ლარამდე გარღვევა ყველა შტაბშია, ანუ არ არსებობს ამთანხის გაცემის დოკუმენტი გარდა იმისა, რომ ვიღაცები აწერდნენ ხელს თანხის მიღებაზე. ანუ, უფრო მარტივადრომ აგიხსნათ, მე, შტაბის უფროსმა, მივიყვანე ძმაკაცი, რომელმაც მოაწერა ხელი დოკუმენტზე და მიიღო ათიათასი ლარი, მაგალითად, 500 ხმის სანაცვლოდ. რეალურად, არც ეს ხმები ყოფილა და არც თანხა წასულაკონკრეტული მიმართულებით. თანხა შტაბის უფროსმა და ძმაკაცმა გაინაწილეს და 4-5 ასეთი ძმაკაცი, ბოლოსსერიოზულ კაპიტალს ურტყამს. უხეში დაანგარიშებით, ივანიშვილს არჩევნების მოგება ძალიან, ძალიან ძვირიდაუჯდა და არის რაიონები, სადაც ერთი ხმა დაახლოებით 200 ლარამდე გამოვიდა, რაც არანორმალურად დიდიციფრია», – გვიყვება ჩვენი წყარო. იმას, რომ თანხების მოძიების პროცესი დაწყებულია, შტაბის რამდენიმე უფროსიც ადასტურებს, მაგრამ ისინიიმასაც ამბობენ, რომ როცა ფულს აძლევდნენ, ისიც უთხრეს, მთავარია, შედეგი დადოთ და ალალი იყოსო. ახლა კიალალი არამად იქცა და დიდი შანსია, ვიღაცებს სწორედ ამ გარღვევის გამო მოუხდეთ თანამდებობის დატოვება. «კონკრეტულ ციფრს გეტყვით – ერთ–ერთ შტაბს მისცეს 280 ათასი ლარი, რომელზეც უთხრეს, რომ არავინმოიკითხავდა, რაში დაიხარჯებოდა, ოღონდ უნდა დადებულიყო ღირსეული შედეგი. ამ შტაბმა 60%-ზე მეტიდადო, თუმცა ამ კაცს დაუძახეს და იმ 280 ათასი ლარის დოკუმენტაცია მოსთხოვეს. გადაამოწმეთალადაშვილის კლინიკაში, რომელი შტაბის უფროსი შეიყვანეს გულის შეტევით და მიხვდებით, რომ მართალივარ. ამ მოთხოვნის შემდეგ მას გულის შეტევა დაემართა და ძლივს გადაარჩინეს. ის ფიზიკურად ვერ მოიტანს280 ათასი ლარის ქვითრებს და არ დაუჯერებენ მის მონაყოლს, როგორ გაანაწილა ფული. შედეგად, მასთანამდებობიდან წასვლა მოუწევს და მერწმუნეთ, სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს»,…

„ბიძინა ივანიშვილის წასაკითხი!!!“

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, ბიძინა ივანიშვილისშეცდომებსა და დანაშაულებზე, საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდანგამოსვლის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, «ალიას» სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი ესაუბრება. – ლაშა, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილისა და«ქართული ოცნების» გაკოტრება? – ჩემი ინფორმაციით, ამერიკის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელი დადის ბიძინა ივანიშვილთან დაეუბნება, «ნაცმოძრაობა» დავტოვოთ იმავე პოზიციაზე, მათ წინააღმდეგ ნუ იმოქმედებ, იყოს ისევ მთავარიოპოზიციური ძალა და მე ვარ იმის პასუხისმგებელი, რომ 2020 წლამდე მაგათ წკრუნს ვერ გაიგებო. არადა, არგამოვა ეს ამბავი და გეტყვი რატომაც.  საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილის კრახისშემდეგ, ივანიშვილი გამოვიდა და ხალხს მიმართა, მხარდაჭერა სთხოვა და თავად 1 წელი ითხოვა საქმისგამოსასწორებლად, ანუ რაც შეჰპირდა ხალხს, იმის შესასრულებლად. ივანიშვილმა თუ ეს შეთავაზება მიიღო, მაშინხალხს მოატყუებს, ვერც დამნაშავე «ნაციონალებს» დასჯის. რასაც ხალხი პირველ რიგში ელოდება, ვერც «ქართულოცნებას» გაწმენდს  პორტირებული «ნაცებისგან» და ჩანერგილი ლიბერალებისგან, რომელთაც ამ პარტიაში«პარადი» მიჰყავთ დღემდე და რომელთაც ამ არჩევნებზე უღალატეს ივანიშვილს. დიახ, ამ ახალი ყაიდისკომუნისტებმა უღალატეს ბიძინას, ამათ აიღეს პასუხისმგებლობა არჩევნების შედეგებზე, დაარწმუნეს ბიძინაივანიშვილი: ჩვენ გავიყვანთ სალომეს, ის აუცილებლად მოიგებს პირველ ტურშივე და თან დამაჯერებლადდაამარცხებს გრიგოლ ვაშაძესო. როგორც დაამარცხა, კი ვნახეთ ყველამ. ამ დროს, ხალხის დიდმა ნაწილმა ხმასწორედ იმიტომ არ მისცა სალომე ზურაბიშვილს, რომ ივანიშვილს გვერდით ეს კომუნისტები ჰყავს – ჩუგოშვილი, თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე…  ხომ დაინახა ბიძინამ, რომ ამ ნორჩმა ლენინელებმა უღალატეს, უზარმაზარიფული დაიხარჯა არჩევნებზე და შედეგი ვერ დაიდო, დანაპირები არ შეასრულეს და ღალატია ეს, აბა, რა არის? ესნორჩი ლენინელები ბიძინას ზურგსუკან «ნაცებთან» რომ კურკურებდნენ, რაღაც ხლართებს აბამდნენ არჩევნებამდედა არჩევნების პერიოდში, ეს არ არის, კაცო, ღალატი? ესენი უნდა დაისაჯონ, ივანიშვილმა არ უნდა მიიღოსამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის წინადადება, უნდა გაყაროს პოლიტსაბჭოდან, საპარლამენტოპოსტებიდან მოხსნას და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ამათ ნაცვლად კი ის ხალხი უნდა დაიყენოს გვერდით, ვინცჯერ 2012 წლის არჩევნების წინ არ გაიკარა ახლოს, შუა რომ გაკრიფა, ხომ გახსოვს, მაშინ. მერე, ვინც გვერდზეჰყავდა სამშობლოს მოყვარული, წესიერი ხალხი, ისინიც გაუშვა და საკუთარი გარემოცვა ამ კომკავშირლებითგაავსო,  რომელთათვისაც სულ ერთია, ეს ქვეყანა იარსებებს თუ არა, ოღონდ თავად არ აკლდეთ არაფერი. ჰოდა, ამშუა გაკრეფილში ჩვენ მოვყევით, ის ხალხი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გვიბრძოლია, დაგვიცავს და დღესაც მზად ვართ მის დასაცავად. ეს შუა გაკრეფა, რას ჰგავდა, იცი? აი, მიშამ ინტელიგენცია რომჩარეცხა, იმას. მიშა უზრდელია, შესაბამისი ლექსიკაც აქვს და «ჩარეცხილები» უწოდა იმ ხალხს, რომელთაც ამქვეყნის კულტურასა და მეცნიერებას დიდი ამაგი დასდო, ბიძინა  იმერელი კაცია და ასე უხეშად არ უთქვამს, მაგრამ მაგანაც ბევრი, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ჩარეცხა – პატიოსანი, განათლებული, პატრიოტი დათავისი საქმის მცოდნე. ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, ქართულ პოლიტიკაში ორი პოლუსი დარჩენილიყო, თვითონდა «ნაცმოძრაობა»… ხალხმა არჩევნების მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს კი არდაუჭირა მხარი, «ნაცების» არდაბრუნებას, საკუთარი ოჯახებისა და შვილების გადარჩენას დაუჭირა მხარი, ხალხმაუარი უთხრა «ნაცებს» და ზურაბიშვილი გახადა პრეზიდენტი. ნახე რა მოხდა? ხალხმა საკუთარი ძალა დაანახაივანიშვილს, ძალა ხალხშია, ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ და ახლა ივანიშვილი ამას უნდა მიხვდეს, ამ ხალხს რომუნდა, ის პოლიტიკა უნდა აწარმოოს, გვერდით დაიყენოს პატიოსანი და პატრიოტი ადამიანები და ეს ბიუჯეტისმყვლეფელები უნდა მოიშოროს, ეს კომკავშირელი ვითომლიბერალები უნდა გაუშვას. არ გააკეთებს ამასივანიშვილი? შემდეგ არჩევნებზე ერთ ხმასაც ვერ მიიღებს. – რატომ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა იქამდე საქმე, რომ მეორე ტურში ხალხის სახვეწრად გაუხდა საქმე? – მაგაზე არ ვილაპარაკე ახლა?  ქვეყანა იმ ხალხს ჩააბარა, ვისაც ეს ქვეყანა, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია, თანაცარაპროფესიონალები არიან. მეტიც, ბევრი მათგანი მტრობს ამ ქვეყანას, ხალხს. გარდა მაგისა, გაღლიტეს ბიუჯეტი, სახლში წაიღეს, რისი წაღებაც შეეძლოთ, კორუფცია დააკანონეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს, თავზეგადაგვდიოდეს და ხალხი მშიერი დაიხოცოსო, ეგ არის მაგათი ლოგიკა. ხალხი დაამშიეს, გაამათხოვრეს, ღირსებააჰყარეს და ამაში ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე, აბა, მე და შენ ვართ? 4 წელია, ლარი ვერ გაუმყარებიათ, ყოველდღე ძვირდება ცხოვრება. საკუთარი ცოლების ნიფხვებსა და «კოლგოტკებს» გადაჰყვნენ,  ბიუჯეტის ფულითნაყიდი 200-ლარიანი «კოლგოტკა» უნდა ეცვათ ამათ ცოლებს და ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 155 ლარი უნდაიყოს? ეს სამართალია? ომის ვეტერანის პენსია 22 ლარია, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. აი, ეს არის «ქართულიოცნების» ე.წ. სამართალი და სოციალური თანასწორობა. აი, ამ გამაძღარმა ხალხმა უღალატა ბიძინას დაკონკრეტული ღალატის ფაქტი ვიცი. კახეთის ერთ–ერთი რაიონისთვის, წინასაარჩევნოდ, 700 000 ლარი იყოგამოყოფილი. არ ვიცი, კონკრეტულად რას უნდა მოხმარებოდა ეს ფული, მაგრამ მთელი საარჩევნო ხარჯი ამაშიშედიოდა. არჩევნებამდე 1 კვირით ადრე 100 000 ლარი ჩავიდა იმ რაიონში და მორჩა, მეტი აღარ ჩასულა, 600 000 ლარი ვიღაცამ თუ ვიღაცებმა მიითვისეს. ამათ იფიქრეს, ამდენი არჩევნები მოვიგეთ და ამასაც მოვიგებთო დასახლში წაიღეს ეს ფული. რა მოიგეს პირველ ტურში, კი ნახე კარგად. ეგეთი ვირთხები ბევრნი არიან «ქართულოცნებაში», ფულის მითვისების შანსს არ უშვებენ ხელიდან, ბიუჯეტის ფულს აღარ სჯერდებიან და პარტიისფულსაც იპარავენ, ბიძინა ივანიშვილს ჰპარავენ, ფაქტობრივად. დაავიწყდათ, რომ 2012 წელი აღარ იყო, აღარცბიძინას ჰქონდა არჩევნების მოგებისთვის საჭირო ნდობა და აღარც სხვა ლიდერებს. დაავიწყდათ, ხალხს რომმოშივდა და ნაგვის ურნებთან ცოცხალი რიგებია. შეიძლება, არც დავიწყებია ზოგიერთს, უბრალოდ, არც იციან, ქვეყანაში რა მძიმე სოციალური ვითარებაა. მაძღარს ხომ იცი, მშიერიც მაძღარი ჰგონია. ჰოდა, ამ გარეწრებისა დაგამყიდველების გამო მოუწია ივანიშვილს ხალხისთვის ხვეწნა. – გასაგებია, მაგრამ ეგ გარეწრები და გამყიდველები მე მივიყვანე «ქართულ ოცნებაში»? თავად ბიძინასი დამისი უახლოესი გარემოცვის, მისი სანდო ხალხის შერჩეულია ეს ხალხი მაგის პარტიაშიც და სახელმწიფოსტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზეც, პარლამენტი და საკრებულოებიც მაგათი დაკომპლექტებულია. – კი, ბატონო, საკადრო პოლიტიკაა თავი და თავი იმ უბედურებისა, რაც გვჭირს და რამაც აქამდე მიიყვანა ესქვეყანა. ბიძინა ივანიშვილის ბრალია, სხვას როგორ დავაბრალო? წესიერი ხალხი არ გაიკარეს ახლოს, იღებდნენ  ბოგანოებს, იღებდნენ გაუნათლებლებს და იღებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს. აი, მაგან მიიყვანა ივანიშვილიკრახამდე და მერე, მარტო რომ დარჩა საკუთარ ცოლ–შვილთან სახლში, დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველამ მოატყუადა უღალატა, მიხვდა, რომ ერთადერთი, ვინც არ გიღალატებს, ხალხია და მოუწია გამოსვლა და ამ ხალხისთვისთხოვნა, გვერდში დამიდექით, ქვეყანა გადავარჩინოთო. აი, აქამდე მიიყვანა საქმე ბიძინა ივანიშვილმა.…

“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ?”-პატრიარქი საპრეზიდენტო არჩევნებზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ, ქადაგებისას  საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა: „ეს…

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.