პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება – იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანის განცხადებით, N9 პენიტენციური დაწესებულების ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.  „რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლეგენდა შავნაბადაზე – როგორ აწიოკებდა სპარსელებს იდუმალი შავნაბდიანი მხედარი

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული, მათ შორის ერთ-ერთი უძველესია შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი,…

FAO: მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა – საქართველოში კი ყოველდღიური ზრდის ტენდებცია გრძელდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ინფორმაციით, გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის…

ასტრონომებმა შავი ხვრელების ევოლუციის „დაკარგული რგოლი“ იპოვეს

ასტრონომების ჯგუფმა შავი ხვრელების ყველაზე შეუსწავლელი კლასის არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულება იპოვეს. მათი აღმოჩენის შესახებ BBC წერს. გამოცემის…

საბერძნეთის რომელ მონასტერში ინახება თორნიკე ერისთავის აბჯარი

ათონის მთაზე, რომელსაც ბერების რესპულიკასაც უწოდებენ, მდებარეობს 21 დიდი მონასტერი, 11 სავანე, 250 სენაკი, სადაც 8…

COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე

საქართველოში სტარტაპ “mydoc”-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით…

“აუხსენით ამ ხალხს, რომ ნიღბების ტარება ქუჩაში მავნებელია!” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები

არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარება რაიმე უპირატესობას შეიცავს. სინამდვილეში, პირიქით, არსებობს…

კორონა ვირუსის კრიზისის პირობებში ე.წ. სასამართლოს კლანი პოზიციებს იმყარებს – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკალიშვილი აირჩიეს (ვიდეო)

TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები…

სენსაციური ინფორმაცია IQ-ზე – მსოფლიოში 10 ყველაზე ინტელექტუალი ადამიანი

IQ (intelligence quotient), ანუ  ინტელექტის კოეფიციენტი ტესტების მეშვეობით დგინდება. 85-დან 115-მდე კოეფიციენტი საშუალო ინტელექტის ნიშანია, რაც…

ქართველი ექიმების გმირობა და დამსახურებს – უცხოურმა გამოცემამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც კოვიდ-19-ს უმკლავდებიან

ქვეყნები, რომლებიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წინაშე არსებულ გამოწვევებს უმკლავდებიან – გაკვეთილები ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეიდან, ისლანდიიდან და საქართველოდან. ამ…

ჯარიმები ფეხბურთის თამაშის, მძღოლის გვერდით დაჯდომის ან დისტანციის არ დაცვის გამო – შსს-მ 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა (ვიდეო)

სისხლის პლაზმით შესაძლოა მკურნალობა დაიწყონ – საქართველოში სისხლის ბანკებში მისულ პაციენტებს კი COVID 19–ზე არ ამოწმებენ (ვიდეო)

სროლა ახალქალაქის ცენტრში პოლიციის თვალწინ – „მთავარმა“ ორმხრივი სროლის ამსახველი ვიდეოკადრები გაშიფრა (ვიდეო)

საქართველოში 2019 წელს 48 296 ბავშვი დაიბადა

2019 წელს საქართველოში 48 296 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს. მათი მონაცემებით, 2019 წელს…

უცხოური მედია-დიდი გამარჯვება ქართული მედიცინის – ქართველმა ექიმებმა ყველაზე მძიმე პაციენტი ვირუსისგან განკურნეს-რა ხდება საქართველოში?

ქალი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტად მოიხსენიეობდა, განიკურნა, – ეს არის კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვება და ქალბატონი…

მალე კორონასგან თავს მობილურით დავიცავთ – როგორ მოქმედებს სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც ვირუსზე გვაფრთხილებს

საქართველოში მობილური ტელეფონის იმ აპლიკაცის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შემთხვევაში აფრთხილებს. შედეგად,…

ენზელ მკოიანი ოპონენტს დამიზნებით ესვრის – ახალქალაქის მაფიოზი მკოიანის მიჩმორებული ივანიშვილის ხელისუფლება? (ვიდეო)

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.