პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება – იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანის განცხადებით, N9 პენიტენციური დაწესებულების ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.  „რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კორონა ვირუსის კრიზისის პირობებში ე.წ. სასამართლოს კლანი პოზიციებს იმყარებს – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკალიშვილი აირჩიეს (ვიდეო)

ჯარიმები ფეხბურთის თამაშის, მძღოლის გვერდით დაჯდომის ან დისტანციის არ დაცვის გამო – შსს-მ 2 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა (ვიდეო)

სროლა ახალქალაქის ცენტრში პოლიციის თვალწინ – „მთავარმა“ ორმხრივი სროლის ამსახველი ვიდეოკადრები გაშიფრა (ვიდეო)

ენზელ მკოიანი ოპონენტს დამიზნებით ესვრის – ახალქალაქის მაფიოზი მკოიანის მიჩმორებული ივანიშვილის ხელისუფლება? (ვიდეო)

135-ჯერ დანის დარტყმა და კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი

30 იანვარს, საფრანგეთის ჩრდილოეთში-ქალაქ ლილში, 44 წლის მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც ევროპული მედია წერს, მას გულმკერდის…

საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერების ხელშია – მონაცემებმა ცესკო-ს, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს სერვერებზე ინახებოდა (ვიდეო)

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

პენტაგონი ფოტო: Shutterstock.com აშშ-მა წარმატებით გამოსცადა ჰიპერბგერითი რაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს. რაკეტა…

ექსკლუზივი: წითელ ზონაში სიტუაცია იძაბება – მარნეულში ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო)

თამლიანი თავისუფალია – ემოციური შეხვედრა დედასთან 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის ძალები დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის, – ამის…

ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი – ადვოკატი

ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი – ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა…

25 ოქრო, 10 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი – ქართველმა სამხედროების ნადავლი “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებიდან”

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი – ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი…

ექსკლუზივი: მოპარული 700 მილიონის სკანდალური დეტალები, კონკრეტული ფაქტები და ახალი ფიგურანტები – ბიზნესმენი ივანიშვილის კლანს, პროკურორებსა და დეპუტატებს ამხელს…

ექსკლუზივი: პრესა.ჯი-მ ჩაწერა ბიზნესმენი, რომელიც ბიუჯეტიდან დღგ-ს კორუფციული სქემის გამოყენებით 700 მილიონის მოპარვის დეტალებს საჯაროდ ჰყვება. …

როგორ იპარავენ ფულს ინტერნეტ-კაზინოების გამოყენებით საქართველოში

ერთ-ერთ დაკავებულს ინტერნეტ-კაზინოების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი უპოვეს მასშტაბური კიბერ დანაშაული, რომელმაც საქართველოში ათობით ადამიანი…

“დიდუბის საძმო” და კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში – ნაცემი ახალგაზრდა, რომელმაც სიცოცხლის შენარჩუნება ისევ კრიმინალური ავტორიტეტის და არა პოლიციის დახმარებით შეძლო (ვიდეო)

62 წლის ქალს შვილმა ზურგში დანა ჩაარტყა და ეზოში ცეცხლი წაუკიდა – სასტიკი მკვლელობის დეტალები შემთხვევის ადგილიდან (ვიდეო)

საქართველოსა და უკრაინისთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების ახალი კონტრაქტი გაფორმდა

ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ფოტო: Wikipedia აშშ-ს თავდაცვის უწყებამ კომპანია Raytheon – Lockheed Martin Javelin-თან ახალი კონტრაქტი…

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.