EBRD 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 5,5%-იან შემცირდებას პროგნოზირებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს – 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, ეკონომიკაზე უკიდურესად უაროფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება.

„ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე,“- აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკურ პერსპექტივებს ეხება.

წყარო: bpn

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.