Edison Research: ოცნება – 38%, ენმ – 15%, ევროპული საქართველო – 6%, გადაუწყვეტელი – 23%

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 38%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 15%

ევროპული საქართველო – 6%

23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%

ლეიბორისტული პარტია – 3%

ლელო – 3%

პატრიოტთა ალიანსი – 3%

გირჩი – 3%

მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 1%

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 1%

1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.