Edison Research: რა მოსწონთ ყველაზე მეტად პოლიტიკურ პარტიებში

კვლევის ფარგლებში Edison Research-მა გამოიკითხა, რა მოსწონთ ყველაზე მეტად ამა თუ იმ პარტიაში, იმისდა მიუხედავად, თუ ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას.

ქართული ოცნების შემთხვევაში, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი (22%) – ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა მოსწონს;

ევროპული საქართველოს შემთხვევაში ასეთ მახასიათებლად პროდასავლურ ორიენტაციას ასახელებენ (20%);

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ყველაზე მეტად ძლიერი ლიდერები მოსწონთ (23%).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.