EUMM ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

EUMM-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გუშინდელი დღიდან ამოქმედებულია მისიის ცხელი ხაზი. გარდა ამისა, მისია მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს. 

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების ფაქტს აქტიურად დააკვირდება.

ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კასპში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს. ის სოფელ სამთავისის მკვიდრია.  

მოგვიანებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადების თანახმად, საგარეო უწყება კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.