Exclusive: ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი – რა დაწერა მან გარდაცვალებამდე

პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.

 

 

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

 

„პრაიმატიამის“ ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი.

 

ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეასაუბარი.

 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.