Exclusive: მეტრო „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულ ქალს დღესაც დახმარება ესაჭიროება

თითქმის, სამი წლის წინ, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ქალბატონი თინათინ მოსიაშვილია.

 

მან მრავლობითი დაზიანება მიიღო. ახლა, ოპერაცია ისევ სჭირდება. ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუუარესდა, რომ მუშაობას ვეღარ ახერხებს.

 

ჰყავს სამი შვილი და დროებით ნათესავის ბინაში ცხოვრობს. თინათინ მოსიაშვილს არც სოციალური დახმარება აქვს და არც პენსია. უკიდურესად გაჭირვებულმა ქალბატონმა ადვოკატის აყვანა აქამდე ვერ მოახერხა, რათა თავისი უფლებებისთვის ებრძოლა.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც მეტროსადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულა, მხოლოდ 2000 ლარით დაეხმარა.

 

ამ სამი წლის განმავლობაში, თინათინ მოსიაშვილს ბრძოლა უკიდურეს გაჭირვებასთან უწევს. კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება და არ აქვს შესაძლებლობა, იყიდოს წამლები, რომლებიც მისთვის აუცილებელია.

იმავე ღამეს ბინა მომცეს - შემთხვევითი შეხვედრა კალაძესთან, რომელმაც 5 შვილის მამის ცხოვრება შეცვალა
2020-07-09იმავე ღამეს ბინა მომცეს – შემთხვევითი შეხვედრა კალაძესთან, რომელმაც 5 შვილის მამის ცხოვრება შეცვალა

 

ახლა, მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს. აქვს იმედი, რომ სასამართლო მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მას დაზარალებულის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს…

 

დაზარალებული ქალბატონი პრაიმტაიმთან იმ საბედისწერო დღეს იხსენებს და იმ დღიდან დღემდე განვლილ დროზე საუბრობს. კომპანია ყვარელრემმშენმა მას დახმარებაზე უარი უთხრა…

 

„ექიმებთან ვატარებ მთელ დროს. დედაც ახლახანს გარდამეცვალა. ოპერაცია მჭირდება, ახალი პროცედურები აქვთ, იმისთვის, რომ მერიამ ოპერაციის თანხა გადარიცხოს, ახალი დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო, ისევ მტკიცება მიწევს, რომ ნამდვილად მჭირდება ქირურგიული ჩარევა.

 

ცალკე პრობლემაა კიდევ მედიკოსების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა – ზოგიერთი მეუბნება, რომ მკლავში ჩადგმული რკინა ამოსაღებია, ზოგი ამბობს, რომ სამუდამოა. ვერაფერი გავიგე.

 

ფაქტი კი ისაა, რომ შეშუპებული ვარ, სუნთქვა ძალიან მიჭირს. სულ ექიმებთან დავდივარ, სულ საბუთებს ვაგროვებ და პირბადით გადაადგილება ძალიან მიჭირს.

 

არც სოციალური დახმარება მაქვს იმის გამო, რეგისტრაციის მისამართი თბილისში არ მაქვს. არც პენსია მერიცხება, რადგან არ გეკუთვნისო.

 

მეუღლესთან განქორწინებული ვარ, გვყავს სამი შვილი. მაღაზიაში ვამუშავებდი, ინდ. მეწარმე ვიყავი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოსავლების სამსახურიდან ამოვიღე.

 

შრომის უნნაროდ მაქციეს და ახლა, ამ ყველაფრის მტკიცება მიწევს მე, დაზარალებულს. ეს სტატუსი სასამართლომ უკვე მომანიჭა.

 

ახლა, მომხდარზე სასმართლო დავაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ადვოკატი შორენა ლოლაძე ჩაერთო.

 

შარლიზ ტერონი მძიმედ დაშავდა, მას სამი ოპერაცია ესაჭიროება
2020-07-21შარლიზ ტერონი მძიმედ დაშავდა, მას სამი ოპერაცია ესაჭიროება

 

ძალიან გულისხმიერი ადამიანია. მისთვის საბუთები მაქვს მისატანი, მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ გზის ფულიც კი არ მაქვს…

 

 

სული ყოფილი მეუღლისა და მისი ახლობლების წყალობით მიდგას. მათ კმაყოფაზე ვარ, ყოფილი ქმრის ნათესავის ბინაში უსასყიდლოდ ვცხოვრობთ. სახლი არ გვაქვს.

 

ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია ყვარელრემმშენმა სხვადასხვა ადამიანებს მიგზავნიდა, რათა სცოდნოდათ, რას და როგორ ვაპირებდი. ვიღაც არქიტექტორობით იმართლებდა თავს, ვიღაც სხვა „ალიბით“. ბოლოს მგონი, მუშები დასაჯეს.

 

ამხელა კომპანიაში მართლაც კარგი ადამიანი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. გიგა კვარაცხელიამ თავისი სურვილით 2000 ლარი ჩამირიცხა, რომელიც წამლებში რამდენიმე დღეში დამეხარჯა.

 

დანარჩენები მემუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ კომპენსაციის სახით არცერთ თეთრს არ მომცემდნენ. ამას წინათ, გამგეობამ 500 ლარი გადმომირიცხა, პურის ფული არ მქონდა, რომ ბავშვებისთვის მეჭმია.

 

ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო, მთელი ცხოვრება დახმარება უნდა ვეხვეწო სხვებს? ლავიწის ძვალი ჩამემსხვრა, შვიდი საათი ოპერაციას მიკეთებდნენ.

 

ხერხემალიც დამიზიანდა, გულმკერდის არეში, მალის მოტეხილობაც მივიღე. რკინის ფირფიტებით და ჭანჭიკებით ვარ აწყობილი.

მეკო ჩიტიშვილის ბიოფსიის თანხა ალადაშვილის კლინიკის ექიმებმა ხელფასიდან დაფარეს
2020-07-20მეკო ჩიტიშვილის ბიოფსიის თანხა ალადაშვილის კლინიკის ექიმებმა ხელფასიდან დაფარეს

 

ხერხემალზე კვანძებიც განმივითარდა. ამას წინათ, ფილტვში სითხე მქონდა. ნერვოლოგმა საკმაოდ ძვირადღირებული წამლები დამინიშნა, ათი დღის საკმარი მედიკამენტი 60 ლარი ღირს. სეტიცალაქტოჯი და ადაპტოლი გამომიწერეს.

 

ახალი წესებით, ექიმებმა გამგეობას თავად უნდა გადაუგზავნონ ელექტრონული გზით წამლების ჩამონათვალი, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ. ჩემი სახსრებით როგორ ვიყიდო, როცა დამაინვალიდეს და ასე საშინელ დღეში ჩააგდეს ჩემი შვილები.

 

ამ 11 დაშავებულს შორის, ყველაზე მძიმედ მე ვიყავი. ერთმა ბიჭმა მითხრა, მე არ ვჩივი, 5 000 ლარი მომცესო. დავიღალე ამ ბრძოლით. კომპანია ყვარელრემმშენმა წარმომადგენელმა ტკბილი საუბრით რაღაცებზე შემითანხმდნენ, მერე დანარჩენი დაზარალებულები ნელ-ნელა შემომეცალნენ. ვისთან რა მოილაპარაკეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რეალური დაზარალებული მხოლოდ მე დავრჩი.

 

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, სხვის სახლს შეფარებული, სამი შვილით, უკაპიკოდ დარჩენილი. კომპანია ყვარელრემმშენმა რომ არ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და თავიანთი შეცდომის გამო, დამაინვალიდეს, საქმე სასამართლოში წავიდა. აქამდე ადვოკატი მყავდა, რადგან თანხა არ მქონდა.

 

 

ახლა, იმედი მაქვს, რომ მოსამართლე ჩემს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან არ ვტყუი. მართლაც ჯანმრთელი ვიყავი და ორ სამუშაოს ერთმანეთს ვუთავსებდი.

 

სადღეღამისო ვაჭრობის ობიექტზე მოლარე-ოპერატორი ვიყავი, თან მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაც მქონდა. რომ ვფიქრობ, რა დამმართეს, ლამის გავგიჟდე.

 

იმ დილასაც სამსახურში მივდიოდი. ვაგონში შესული უკან გამოვედი. მიწა რომ წამოვიდა და სინათლე გაითიშა, მეგონა მიწისძვრა მოხდა და შემეშინდა. გამოსვლისას ნანგრევის კიდე მომხვდა, გამოვხოხდი, ხალხი მეხმარებოდა, მახსოვს პირიდან სისხლი მომდიოდა. ესკალატორზეც ძირს დაწვენილი  ავფორთხდი.

 

მერე გონება დავკარგე და კომაშიც ჩავვარდი. როცა გამომწერეს კლინიკიდან ყოფილმა მეუღლემ მიპატრონა, მე მეტი არავინ მყავს.“ – ამბობს თინათინ მოსიაშვილი.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა კომპანია ყვარელრემმშენმა დაკავშირებოდა, მაგრამ არაერთი მცდელობისა, მათთან კონტაქტი ვერ შედგა.

 

გასაუბრების მიზნით ვურეკავდით გოგა კვარაცხელიას, გიორგი ჯოხარიძეს, ნიკა ზაუტაშვილს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ნომრები გამორთულია, ხოლო ვებ-გვერდი ან სოციალური ქსელის გვერდი არ იძებნება.

 

თუ კომპანია ყვარელრემმშენმა წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, საჯაროდ უპასუხონ დაზარალებულ ქალბატონს, „პრაიმტაიმი“ მზად არის მათი პოზიცია გაასაჯაროოს.  

 

შეგახსენებთ, სადგურის განახლებაზე კომპანია ყვარელრემმშენმა იმუშავა, რომელიც თბილისის მერიაში ელექტრონული ტენდერის გზით შეარჩიეს. კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჯოხარიძეა. მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა.

 

ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტი, სადაც ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, 347 852 ლარი დაჯდა.

primetime

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.