

Facebook-ის თქმით, ეს სამომხმარებლო სათვალე იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, AR მოწყობილობების კუთხით და მასში ფეისბუკის Project Aria-ს ექსპერიმენტული პროტოტიპი იქნება გამოყენებული. მიმდინარე თვიდან, კომპანია ტექნოლოგიის დატესტვას ფეისბუკის თანამშრომლებსა და კონტრაქტორებზე დაიწყებს, იმისათვის, რომ გადაიჭრას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, ვიდეოს ჩაწერასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული დეტალები.
ჯერჯერობით, უცნობია მეტი დეტალი Facebook-ისა და Ray-Ban-ის AR სათვალის შესახებ. მაგალითად, არ ვიცით რა იქნება მისი სახელი, ან ფასი. ან უშუალოდ, როგორ და რამდენად უსაფრთხოდ იმუშავებს მასში გამოყენებული ტექნოლოგია. ამ საკითხებზე ინფორმაციას, სავარაუდოდ, სათვალის ბაზარზე გამოჩენამდე მივიღებთ.
marketer.ge