Facebook-ზე დეზინფორმაციას გადააწყდი? Disinfoobserver გაძლევს საშუალებას, გადაამოწმო Facebook გვერდების სანდოობა და დაამატო ახალი გვერდები

იყავი ფხიზლად, არ გახდე მანიპულაციის მსხვერპლი, გადაამოწმე საეჭვო Facebook გვერდები პლატფორმაზე http://disinfoobserver.ge

🔍 DISINFOOBSERVER სამართლიანი არჩევნების ინტერაქტიური პლატფორმაა, რომელზეც თავმოყრილია სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ის Facebook გვერდები, რომლებიც დისკრედიტაციულ კამპანიებში, დეზინფორმაციისა და მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელებაში, ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზებაში, არაავთენტურ ქცევაში, ან სხვა დამაზიანებელ საინფორმაციო ოპერაციებში არის ჩართული. პლატფორმა აღწერს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი თითოეული საეჭვო Facebook გვერდის საქმიანობას შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.

📣 DISINFOOBSERVER ინტერაქტიური და განახლებადია. მომხმარებლებს შეუძლიათ ძიების ფუნქციისა და ფილტრების გამოყენებით მოძებნონ სასურველი გვერდი და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. თუ საეჭვო გვერდი ბაზაში არ არის, მომხმარებელს შეუძლია თავად გამოაგზავნოს ბმული.

https://disinfoobserver.ge/?fbclid=IwAR2Xf73HHpyh6wbej1Sn1quqWrZo9grWJ4WXK3hV789sqz3LyPf3-yVy_x4

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.