Facebook-ი წარსულიდან მოგონებების გასახსენებლად ახალ განყოფილებას ამატებს

Facebok-ი მოგონებების გასახსენებლად ახალ ე.წ. „მემორის“ ქმნის. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ამისთვის ცუკერბერგის Facebook-ი გვერდზე არსებული არქივიდან რამდენიმე ფოტოს ამოარჩევს და ვიდეოს შექმნის იმისთვის, რომ მომხმარებელს ახლო წარსულიდან ის დღეები გაახსენოს, როდესაც Facebook-ი კარგი იყო.

რაც შეეხება განყოფილება „ამ დღეს“ (On This Day) წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ კედელზე (News Feed) გადაინაცვლებს.

სოციალური ქსელი ახალი ფუნქციის საშუალებით ყოველთვიური შემაჯამებელი ვიდეოების გარდა იმასაც გაახსენებს მომხმარებელს თუ როგორ გაუმრავალფეროვნა მას ესა თუ ის კონკრეტული დღე მეგობარმა.

სიახლის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ი მალე Dubsmash-ს და Musical.ly-ს ჩაანაცვლებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.