FACEOOK-ი მთავრობის მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზაციების მარკირებას იწყებს

ფეისბუკი მთავრობის მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზაციების მარკირებას იწყებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სოციალური ქსელში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას სპეციალური ნიშანი ექნება. მარკირება უახლოეს მომავალში მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის დაახლოებით 200 გვერდზე გაჩნდება – ამ სიაში რუსული “სპუტნიკიც” მოხვდა.

ზაფხულის ბოლოსთვის კი “ფეისბუკი” ამერიკელი მომხმარებლებზე გათვლილ და სხვადასხვა სახელმწიფოს კონტროლირებული ორგანიზაციების ნებისმიერ რეკლამას დაბლოკავს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.