„FDI-ის კლება უცხოელ ინვესტორებს ყვითელ შუქს აუნთებს“

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის პირველ კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 32.9%-ით ნაკლებია.

მონაცემებიდან კარგად ჩანსრომ 2014 წლიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისპირველი კვარტლის ასეთი დაბალი დინამიკა საქართველოში არ ყოფილა.

მიმდინაერ კვირაში თემა საკამოდ აქტუალულრი და განხილვადი აღმოჩნდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა FDI-ის შემცირებულმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო უწყებებში, ბიზნეს სექტორებსა და ექსპერტებს შორის განსხვავებული სახის მოსაზრებები გამოიწვია.

სანამ ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდეობა სრულ წლიურ ჭრილში დაითვლება შესაძლოა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული FDI-ის შემცირებული მაჩვენებლები უცხოელი ბიზნესმენებისთვის ინვესტიციების განხორციელებისთვის  დამაფიქრებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ით შემცირებასთან დაკავშირებით საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მიიჩნევს, რომ მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სახის პროექტებმა გამოიწვია.

მისი განმარტებით, საანგარიში პერიოდში FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით საქასტატის მონაცემში უცხოელი ინვესტორებისთვის ყვითელ ნიშანს ხედავს ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე.

„როდესაც უცხოური ინვესტიციები მცირდება ეს შესაძლოა სხვა ინვესტორებისათვის ყვითელი ფერის გაფრთხილება იყოს. ისინი გაცილებით მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას,“ – განაცხადა არჩვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მონაცემს არჩვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო 16 კვარტლის, ანუ ფაქტობრივად 4 წლის მანძილზე, აღნიშნული მონაცემი 2014 წლის მეორე კვარტლის შემდგომ ყველაზე დაბალია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული დაფიქრებისა და განსჯის საფუძველს იძლევა.

„ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მესაკუკთრეთა ცვლილება მოხდა და ის კაპიტალი რომლის ინვესტირებასაც უცხოელები ახორციელებდნენ ადგილობრივი რეზიდენტების ხელში გადავიდა,“ – განმარტავს ეკონომიკის დოქტორი.

FDI-ის შემცირებულ მაჩვენებელს „კომერსანტთან“ უცხოელი ინვესტორები უარყოფით ჭრილში არა, თუმცა არც დადებითად აფასებენ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, რომ ინვესტორებზე ზრუნვა ეს არანაკლებ მნიშვენლოვანი პარამეტრია, ვიდრე ინვესტიციების მოზიდვა.

„იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს ამ სფეროში მუშაობა აუცილებელია. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც საუბრობენ სხვა ენაზე და ყოველი ცვლილება და მერყევი სიტუაცია ქვეყანაში ინვესტორებზე მოქმედებს.

წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში ჩადიხართ და იქ სულ სხვა ენაზე საუბრობენ ეს ძალიან რთულია,“ – აღნიშნა იციკ მოშემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.