Financial times: აშშ რუსულ გაზსადენზე ზეწოლას აძლიერებს

აშშ სანქციებით ყველა იმ კომპანიას ემუქრება, რომელიც რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობაში ხელს შეუწყობს. ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პროექტს ნამდვილი ომი გამოუცხა და იმის მიუხედავად, რომ თავად რუსეთი პროექტის მხოლოდ ნახევარს აფინანსებს, მეორე ნახევარი მსხვილ 5 ევროპულ კონცერნს – Shell, Uniper, OMV, Wintershall და Engie-ის ეკუთვნის.

გაზსადენის დანიშნულებაა რუსული გაზის ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერზე დამონტაჟებული მილების მეშვეობით მიწოდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს თქმით, ყველა კომპანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსული პროექტებისთვის ხელშეწყოფა და მხარდაჭერა დაუშვებელია. ამ პრობლემამ ბერლინს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სერიოზულად გაართულა. გერმანია აშშ-ს მის ენერგეტიკულ პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას ამ საკითხში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამიტომაც სადამსჯელო ზომების მიღების ყველანაირი საშუალება გააჩნია. 

კონგრესმა 2 წლის წინ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შესაჩერებლად სანქციები შემოიღო, თუმცა ის ზომები განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩეოდა. ის ძირითადად უმიზნებდა ინვესტიციებს, რომელთა ჩადება კანონის მიღების შემდომ პერიოდში იგეგმებოდა.

„ეს კომერციული პროექტები არ არის. ეს კრემლის ხელში რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამღუპველი დამოკიდებულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საკვანძო ბერკეტებია. ეს ინსტრუმენტები საბოლოო ჯამში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრიან“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ამჟამად კონგრესი ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც მეტ და გაცილებით უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. სანქციების საკითხებში ექსპერტის ჯუდი ფრილანდერის თქმით, ახალი შეზღუდვები მშენელობის და სრულად შეაფერხებს, თუმცა, საბოლოოდ ვერ შეაჩერებს, მით უმეტესი მის გათვალისწინებით, რომ ამ ეტეპზე დარჩენილია მხოლოდ 120 კილომეტრი.

მოსკოვში განაცხადეს, რომ მუქარა აშშ-ს მხრიდან არის რუსული საქმიანი ინტერესების წინაამღდეგ პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. რუსეთმა სანქციების წინაამღდეგ შემხვედრი ზომების მიღება და პროექტის დამოუკიდებლად, უცხოელი პარტნიორების გარეშე დასრულება დაანონსა.

მოსკოვი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს კომეცრიულ პროექტად მიიჩნევს და თვლის, რომ ამერიკას, როგორც კონკურენტს, საკუთარი თხევადი გაზის ევროპულ ბაზარზე გატანისთვის ებრძვის.

ვაშინგტონმა პროექტს სერიოზული დარტყმა ერთხელ უკვე მიაყენა. შემოღებული შეზღუდვების გამო, მშენებლობა შვეიცარიულმა Allseas-მა დატოვა. ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟში და მისი შეცვლა საკმაოდ რთულია. რუსეთი მის ჩანაცვლებას საკუთარი ძალებით აპირებს, თუმცა, გამოუვა მას ეს თუ არა – დღემდე გაურკვეველია. ამჟამად კონგრესი სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს და განადგურებით ყველა კომპანიას ემუქრება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით „ჩრდილოეთ ნაკადში“ ჩართულია. ეს ყველას ეხება – ბანკებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, და პროექტში მონაწილე პესრონალის კვებით უზრუვნელყოიფუს კომპანიებსაც კი.

„აქამდე მიღებულმა ნაბიჯებმა პროექტის რეალიზება შეანელეს, თუმცა, ბოლომდე ვერ შეაჩერეს. ამიტომაც, დღეს ამერიკელები სანქციების გაძლიერებაზე ფიქრობენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ყველა უცხოელმა პარტნიორმა პროექტი დატოვოს“, – განაცხადა სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა ჰიზერ კონლიმ.

წყარო fm.ge

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.