პარასკევი, იანვარი 21, 2022
detective
მთავარიეკონომიკაFitch Ratings: ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის - ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული...

Fitch Ratings: ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის – ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული რჩება

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings-მა საქართველოს პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ პანდემიისა და სხვა გარე შოკების საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკი მისი უპირველესი მანდატის – ფასების სტაბილურობის მტკიცედ ერთგული რჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გამოქვეყნებულ ანგარიშში Fitch Ratings აღნიშნავს: საქართველოს პერსპექტივის გადახედვა ასახავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და Fitch – ის დარწმუნებულობას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საჯარო ფინანსების მდგრადობის ხელშეწყობა კვლავ გაგრძელდება. პანდემია მძიმე დარტყმა იყო საქართველოსთვის, თუმცა ქვეყანა საგარეო შოკს კარგად გაუმკლავდა. მიუხედავად დაფინანსების გაზრდილი საჭიროებისა, სანდო პოლიტიკის ჩარჩოსა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყნის საგარეო ბუფერები გაძლიერდა.

სანდო პოლიტიკის კომბინაცია საქართველოს არამხოლოდ COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკთან, არამდე მსხვილი პარტნიორი ქვეყნებიდან (მათ შორის რუსეთი და თურქეთი) მომდინარე საგარეო შოკებთან გამკლავებაშიც დაეხმარა. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის მანდატს მიჰყვება. ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის, იმპორტულ პროდუქციაზე გაზრდილი ფასებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია – მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი სამჯერ (მარტი (+50 საბაზისო პუნქტი), აპრილი (+100 საბაზისო პუნქტი) და აგვისტო (+50 საბაზისო პუნქტი)) გაიზარდა 10%-მდე. ივლისში ინფლაციამ 11.9 პროცენტს მიაღწია. გამკაცრებული პოლიტიკა და ერთჯერადი ფაქტორების მილევა 2021 წლის მეორე ნახევარში ინფლაციას შემცირებაში დაეხმარება.

საქართველოში მაღალი დოლარიზაციის გამო არსებული მოწყვლადობის გათვალისწინებით, Fitch Ratings დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც 2012 წლიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობა ‘BB’ რეიტინგის მქონე ქვეყნების ისტორიულ საშუალოზე ქვემოთ შეინარჩუნა, გააგრძელებს ფრთხილ მიდგომას.

მაღალი წმინდა საგარეო ვალი (მშპ-ს 77.4%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო – 18.7%) და დაბალი საგარეო ლიკვიდობის კოეფიციენტი (108.9%, ‘BB’ ქვეყნების საშუალო – 168.1%) საქართველოს მცირე და მაღალ დოლარიზებულ ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის. თუმცა პანდემიის პირობებში ეს რისკები კარგად იმართებოდა, რაც ასახავს დონორთა ძლიერ მხარდაჭერას მთავრობის საგარეო დაფინანსების საჭიროებისთვის და სანდო მაკროპრუდენციულ და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, რამაც საბანკო სექტორის სტაბილურობასა და ლარის მერყეობის შეკავებას შეუწყო ხელი.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეიტინგს გაუმჯობესებისკენ უბიძგებს მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრულ ფისკალურ სტრატეგიას და ისტორიულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმების შესრულებას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ საგარეო შოკებისადმი, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
1,021,943
დადასტურებული შემთხვევები
Updated on January 21, 2022 5:16 am

უახლესი

კოვიდინფიცირებულებისათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

0
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობა აქვთ, 112-ში...

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას...

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ – სერგეი ლავროვი

0
„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით,...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში...

COVID19

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას ნიშნავს მყეფავი ხველა და რამდენი დღე გრძელდება ის.  „ომიკრონის სიმპტომებს სულ...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 - დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო...

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...