Forbes: აშშ-ს კონგრესი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალ სანქციებს აწესებს

მილსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში მიდის, აშშ-ს კონგრესის სამიზნე კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2-პარტიულ საფუძველზე, გახდა.შტატების საკანონმდებლო ორგანომ ახალი სანქციების პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიზანიცაა პროექტში მონაწილე კომპანიებზე ზეწოლის გზით მისი დასრულების ჩაშლა.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა რესპუბლიკელებმა ადამ კიზინგრემა, მაიკ ტერნერმა, დემოკრატებმა რუბენ გალიეგომ და დენი ჰეკმა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ სანქციების ახალი პროექტი შემოიტანეს.

ამ ინიციატივას განსაკუთრებული აღტაცებით კიევში შეხვდნენ, სადაც ახალი გაზსადენის ბლოკირებაში სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულები.

უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და რუსულმა „გაზპრომმა“ საკამათო საკითხები სასამართლოებში უკვე გადაწყვიტეს, თუმცა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ უკრაინისთვის მაინც პრობლემას წარმოადგენს. ამ პროექტის ამოქმედება უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების გარდაუვალ შემცირებას, შესაბამისად, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. დღეს გაზის ტრანზიტისგან შემოსავლები მშპ-ს 10%-ს წარმოადგენს და უკრაინის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.

ჯერ კიდევ 2019 წელს კონგრესმა სანქციების პირველი პაკეტი მიიღო, რითიც გაზსადენის მშენებლობა შეჩერდა მაშინ, როდესაც მარშრუტის დასრულებამდე მხოლოდ 160 კილომეტრია დარჩენილი.

ახალი კანონპროექტი წინამორბედის მიდგომას აგრძელებს. ამჯერად სანქციები ყველა კომპანიას შეეხება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით პროექტშია ჩართული. დოკუმენტში ეს საქმიანობაც განსაზღვრულია – „მილების მონტაჟი, სამშენებლო მოედნების მომზადება, საძირკვლების ამოთხრა, მონიტორინგი, ქვების ჩაყრა, მილების შედუღება“.

სანქციების ქვეშ ასევე სადაზღვევო რისკების შემფასებელი, დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურეობის მიმწოდებლებიც მოხვდებიან. ასევე პროექტისთვის ნებისმიერი სახის მანქანა-დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდება აიკრძალება.დარტყმა ასევე ტესტირებას და სერტიფიცირებას შეეხება.ფაქტობრივად, შეზღუდვებს პროექტიდან ევროპული კომპანიების თითქმის მთლიანად გამოყვანა შეუძლია. კანონის მიღების შემდეგ მათ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსგან მასშტაბიანი ჯარიმები ელოდება,რაც ამერიკასთან ყოველგვარი თანამშრომლობის საშუალების დაკარგვას ნიშნავს.რა თქმა უნდა, მათთვის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ – თან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია, თუმცა, არა გაცილებით უფრო მსხვილი და მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზრის დაკარგვის ფასად.

პროექტის კენჭისყრის ვადები ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, მის მიღებას წინაამღდეგობა არ შეხვდება.საინტერესო იქნება ამაზე ევროპის რეაქცია, რადგანაც, რუსების გარდა, ამ დოკუმენტით პირველ რიგში ევროპა ზარალდება.

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს შტაბ-ბინა შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, მისი აქციების საკონტროლო პაკეტი „გაზპრომს“ ეკუთვნის. რუსულ ენერგოგიგანტს მსოფლიო გაზმოპოვების 15% ეკუთვნის. ის ნამდვილი მონსტრია.

გაზსადენის მმართველი რამდენიმე მსხვილი კომპანიის კონსორციუმს წარმოადგენს.მათ შორისაა ფრანგული Engie, ავსტრიული OMV, ბრიტანული Shell, და გერმანული Uniper და Wintershall. მათ პროექტში დიდ ფული ჩადეს, და შესაძლოა ეს ინვესტიციები დაიკარგოს.

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“  რამდენიმე რუსული გაზსადენის ერთობლიობის ნაწილია და მისი რეალიზება 2014 წელს დაიწყო. იმ პერიოდში რუსეთსა და უკრაინას შორის მწვავე დაპირისპირება იყო.უკრაინის ხელისუფლება ჩამოიშალა და  მის ნაცვლად პროდასავლური მთავრობა ჩამოყალიბდა. ამას რუსეთმა ყირიმის ანექსიით უპასუხა.

რუსეთი ქვეყნებს შორის კავშირების გაწყვეტის მასშტაბებს კარგად აცნობიერებდა.ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აშენებულ გაზსადენზე უარის თქმა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შექმნა დააპირა.

ერთი-ერთი პროექტი „სამხრეთ სადენი“იყო, რომელშიც მონაწილეობაზე უარი  იტალიამ განაცხადა. ის შემდეგ თურქეთმა ჩაანაცვლა. შედეგად „თურქული ნაკადი“ აშენდა.თუმცა, მილსადენების პროექტებს შორის მთავარი და ყველაზე სტრატეგიული სწორედ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არის, თუმცა, მისი რეალიზება გერმანიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

თავად მილები უკვე არსებულ „ჩრდილოეთ ნაკადი-1“-ს პარალელურად მონტაჟდება, რამაც უკრაინული „ნაფტოგაზი“ იმაში დაარწმუნა, რომ პროექტის საბოლოო მიზანია უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმაა.ვაშინგტონიც ამ პროექტს ასევე უყურებს და შესაბამის ზომებსაც იღებს.

მოსკოვის აზრით, ამერიკელების მიზანია რუსეთისთვის ევროპის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა და მის ნაცლად საკუთარი თხევადი გაზის გაყიდვების ზრდა.

წყარო: forbes.com

მოამზადა თენგი აბლოთიამ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.