Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგის ლიდერი, უკვე მესამედ, ჯეფ ბეზოსი გახდა

მსოფლიოს უდიდესი ონლაინ საცალო ქსელის Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი ზედიზედ მესამედ იკავებს ჟურნალ Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების ყოველწლიურ რეიტინგს.

სამშაბათს გამოქვეყნებულ სიაში აღნიშნულია, რომ 56 წლის მეწარმის ქონება 179 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 111 მილიარდი აშშ დოლარით. მესამე ადგილი დაიკავა Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა, რომლის ქონებაც 85 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ხუთეულში ასევე შედის საინვესტიციო ფონდი Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი 73,5 მილიარდი აშშ დოლარით და პროგრამული კომპანია Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონი 72 მილიარდი აშშ დოლარით.

მათ მოსდევს Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი 69 მილიარდი აშშ დოლარით, Tesla და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი iლონ მასკი 68 მილიარდი აშშ დოლარით, Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი 67,5 მილიარდი აშშ დოლარით და სერგეი ბრინი 65,7 მილიარდი აშშ დოლარით, ასევე საცალო ქსელ Walmart-ის დამაარსებლის შვილი ელის ვოლტონი 62,3 მილიარდი აშშ დოლარით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.