Forbes: პანდემიის დროს მილიარდერების ქონება 27,5%-ით გაიზარდა

პანდემიის დროს მილიარდერების ჯამური ქონება 27,5%-ით, 10, ტრლნ.-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Billionaires Insights 2020 ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც შვეიცარიულმა ბანკმა UBS და აუდიტორულმა კომპანია PwC-მა წარადგინეს.

 

31 ივლისის მდგომარეობით მილიარდერთა რაოდენობა აპრილთან შედარებით 2058-დან 2189-მდე, ხოლო მათი ჯამური ქონება 8-დან 10,2 ტრლნ-მდე გაიზარდა.

 

ამის მიზეზი აპრილ-ივლისში საფონდო ბაზრის ნახტომისებრი ზრდა გახდა. წლის პირველ ნახევარში პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო ეკონომიკა გააჩერა, რის გამოც მილიარდერთა კლუბმა ქონების 6%, ანუ, 564 მლრდ. დოლარი დაკარგა. თუმცა საკარანტინო შეზღუდვების შერბილების შემდეგ სწრაფი აღდგენა დაიწყო.

 

ამასთან ერთად მილიარდერების ხარჯები ქველმოქმედებაზე ასევე რეკორდულად გაიზარდა და ეს ძირითადად კორონავირუსთან ბრძოლას ეხება. 209 მილიარდერმა ამ მიზნით 7,2 მლრდ. დოლარი დახარჯა.

 

 

„ჩვენი კვლევის თანახმად, ეს ყველაზე დიდი თანხაა მსოფლიო ისტორიაში, რომელიც მილიარდერებმა ასეთ მოკლე პერიოდში ქველმოქმედებაზე დახარჯეს – თუნდაც, ინფლაციის გათვალისწინებით. პირველ ადგილზეა აშშ (4,6 მლრდ), მეორეზე ჩინეთი (678 მლნ. დოლარი). შესაძლოა ჩინეთში რეალური ციფრი უფრო მაღალი იყოს. შტატებში ქველმოქმედება ბიზნეს-კულტურის ნაწილია და მასზე ღიად ლაპარაკობენ, ხოლო ჩინეთში მასზე საჯაროდ ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ“. – განაცხადეს მკვლევარებმა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა  მაღალ ტექნოლოგიებში დაფიქსირდა და პანდემიამ ამას ხელი პირდაპირ შეუწყო (41%), მეორე ადგილზეა ჯანდაცვა (36,3%). კარანტინმა ციფრული ბიზნესის ზრდაც დააჩქარა, ასევე გამდიდრდნენ ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები რომლებიც კორონავირუსის საწანაამღდეგო ვაქცინებზე და წამლებზე მუშაობენ.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დანადგარების მწარმოებელი კომპანიების მფლობელების ქონება. ყველზე მცირე აღმოჩნდა ზრდა ფინანსებში და უძრავ ქონებაში.

 

2020-მა წელმა ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი დააჩქარა. მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე მილიარდერების ქონება 17%-ით, 5,3 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ტრადიციულ დარგებში ამ მაჩვენებელმა 6% და 3,7 ტრლნ. დოლარი შეადგინა.


კვლევის ფარგლებში ასევე ბიზნესმენების გამოკითხვა ჩატარდა. ყველაზე მეტად მილიარდერებს რეცესია (20,1%), პოლიტიკური პოლარიზება (18,1%), ბაზრების არამდგრადობა (15,1%), ფინანსური კრიზისი (14,1%), და გადასახადების ზრდა (28%) აწუხებთ.

 

მოამზადა თენგის აბლოთიამ

commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.