Forbes: როგორ ზრდიდნენ მშობლები მომავალ მილიარდერებს?

რიჩარდ ბრენსონი

სერ რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსოსნი – ბრიტანელი მილიარდერი და ინვესტორი, ტრანსნაციონალური კომპანია Virgin Group-ს შემქნელი.

ეპატაჟური მილიარდერი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ადვოკატის და ბორტგამცილებლის ოჯახში დაიბადა.

მის აღზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა დედამ ევა ბრენსონმა მოახდინა. მისი მეთოდები არაერთგვაროვანი იყო- მაგალითად, ერთხელ დასჯის მიზნით მან 4 წლის შვილი მანქანიდან გადმოსვა, და მას სახლამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუწია,

თუმცა, ასეთიო სიმკაცრის გამო რიჩარდი დედაზე ნაწყენი არაა – თავის წიგნში The Virgin Way მან დედას ლიდერის აღზრდის თემაზე მისი შეხედულებების გაზიარების საშუალება მისცა. ევას აზრით, ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება უნდა ჰქონდეთ.

„საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალება შენ ყოველთვის გქონდა. შენ თავისუფალი იყავი შენი უცნაური იდეების რეალიზებაში, და ისინი როგორს წესი, სრული კატასტროფებით სრულდებოდა. ამის გამო ჩვენ ხშირად გვქონდა პრობლემები, თუმცა, ამ მიდგომას მაინც ვაგრძელებდით, იმ იმედით, რომ შეცდომებიდან მიღებული გამოცდილება როდისმე გამომადგება“ – დაწერა მილიარდერის დედამ შვილის წიგნში.

თავად ბრენსონი კი მშობლებს მადლობას უხდის: „,მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მშობლების ჩემს ცნობისმოყვარეობას არ ზღუდავდნენ, და პირიქით – მას ყველანაირად აღვივებდნენ, და ჩემებურად მოქმედების უფლებას ყოველთვის მაძლევდნენ“.

ჯეფ ბეზოსი


ჯეფ ბეზოსი – კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი.

მისი ცხოვრების პირველი წლები ადვილი არ ყოფილა – მისი მშობლები ძალიან ახალგაზრდები – დედა 16-ის, მამა კი 18 წლის – იყვნენ. მამამისი, ცირკის არტისტი, მალე მიხვდა, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის მზად არაა, და გაიქცა. როდესაც ჯეფი 4 წლის იყო, დედამისი ცოლად კუბელ მიგრანტ მიგელ ბეზოსს გაჰყვა. მამინაცვალი დასაწყისში ღარიბ რაიონში ცხოვრობდა, თუმცა, დაოჯახების შემდეგ მალე დაჭკვიანდა.

მილიარდერი მიიჩნევს, რომ მისი წარმატებები დედის დამსახურებაა.

„მე ნამდვილად დედაჩემი ლოტერეაში მოვიგე. მადლობა ყველაფრისთვის, დედა“ – დაწერა მან თვის ტვიტერ-გვერდზე.

მომავალ მილიარდერზე ასევე დიდი გავლენა ბაბუამ მოახდინა. ბეზოსი ბაბუას და ბებიას რანჩოს ტექასში დიდი სითბოთი იხსენებ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ისინი ტრეილერით ერთად მოგზაურობდნენ.

„მე ბაბუას და ბებიას ვაღმერთებდი, და ამ მოგზაურობებს მოუთმენლად ველოდი“ – განაცხადა ბეზოსმა.

უკვე იმ დროს მომავალმა მილიარდერმა საქმიანი ნიჭი გამოავლინა – ის ყველაფრის დათვლით იყო გატაცებული – საწვავის ხარჯებს, საჭმელზე დახარჯულ ფულს, და კიდევ ბევრ რამეს ითვლიდა.

ერთხელ ნორჩმა ჯეფმა დაითვალა, რომ სიგარეტის მოწევის გამო ბებიამისი სიცოცხლის 9 წელს დაკარგავს. ამან ბებიას ცრემლები გამოიწვია, რის შემდეგ ბაბუამ უთხრა: „ჯეფ, ერთხელ შენ გაიგებ, რომ ჭკვიანი იყო – ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე კეთილი“.

მილიარდერი ამ ფრაზას თავის დევიზად დღესაც თვლის.

ბილ გეითსი


Microsoft-ის დამფუძნებელი შეძლებულ და ცნობილ ოჯახში დაიბადა – მისი დიდი ბაბუა სიეტლის მერი და სენატორი, ბაბუა კი – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მის მშობლებს მსხვილ კომპანიებში მაღალი პოსტები ეკავათ.

ბავშვობიდან ბილი მათემატიკით იყო გატაცებული, თუმცა, სკოლაში ბეჯითი მოსწავლე არ იყო. მშობლები შვილის მრავალმხრივ განვითარებს ცდილობდნენ – თავად მილიარდერის თქმით, სწორედ დედამისისგან მან ადამიანებისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობა გაიგო – ალბათ ამიტომ, წლების შემდეგ ის მსოფლიოს უმსხვილესი ქველმოქმედი გახდა.

„მშობლები ყოველთვის მახალისებდნენ, როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც ცუდად გამომდიოდა – მაგალითად, ფეხბურთის თამაში. ბავშვობაში მე ეს უაზრობად მეჩვენებოდა, თუმცა. დღეს ვხვდები, რომ ლიდერის უნარ-ჩვევები სწორედ ამან გამომიმუშავა“ – მიიჩნევს გეითსი.

უფროსკლასელების წინაშე ერთ-ერთი გამოსვლის დროს, მილიარდერმა განაცხადა – „ყველა შენს წარუმატებლობაში მშობლებს ნუ დაადანაშაულებ. არ იწუწუნო, და საკუთარი შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოიტანე“.

მარკ ცუკერბერგი


Facebook -ის დამაარსებელი ნიუ-იორკში, ფსიქიატრის და სტომატოლოგის ოჯახში დაიბადა.

მამამისი კლინიკა სახლთან იყო შეთავსებული, და იქ სპეციალური ქსელი იყო გაბმული, რომლიც მეშვეობითაც ექიმები შენობის სხვადასხვა ნაწილებში ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.

მარკის მამამ, ედვარდმა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმატებული შვილების აღზრდისთვის არანაირი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს.

„თქვენი შვილისთვის იდეალური ცხოვრების სურათის შექმნა შეგიძლიათ, თუმცა, შესაძლოა, მან ასეთი ცხოვრება არ მოისურვოს. შეიძლება მარკი ჩემნაირად, სტომატოლოგი გამხდარ იყო, თუმცა, მას ადრეული ასაკიდან კომპიუტერები აინტერესებდა. მეც მას სასურველი მიმართულებით განვითარების საშუალება მივეცი“ – ამბობს მილიარდერის მამა.

ცუკერბერი-უფროსი აღნიშნავს, რომ მარკთან კამათი საკმაოდ რთული იყო: „თუ რამეზე „არა“-ს ეტყოდი, მას გადაწყვეტილების შეცვლის სასარგებლოდ მრავალი ლოგიკური და ზუსტი არგუმენტი მოჰყავდა. ჩვენ გვეგონა, რომ ის ადვოკატი გახდებოდა, თანაც ისეთი, რომ ყველა საქმეს 100%-ით მოიგებდა“.

ილონ მასკი


ილონი სამხრეთ ამერიკაში, ინჟინრის და მოდელის ოჯახში დაიბადა.

ის ძალიან ჩაკეტილი იზრდებოდა, კითხვა უყვარდა, და ფოტოგრაფიულ მეხსიერებას ფლობდა.

ის სკოლაში პოპულარული არ ყოფილა – ზედმეტი ჭკუის გამო ის ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო, ერთხელ მას ცხვირიც კი გაუტეხეს.

მშობლების გაყრის შემდეგ ის 10 წლამდე დედასთან, ხოლო შემდეგ მამასთან ცხოვრობდა.

მომავალი გენიოსის მამა ძალიან რთული და მომთხოვნი ადამიანი იყო, თუმცა ბავშვებმა მისგან ძალიან ბევრი ისწავლეს. ამის მიუხედავად, ერთ-ერთ ინტერვიუში მამამისი როგორც საშინელი და ბოროტი ადამიანი შეაფასა.

მილიარდერი ასევე მის ჩამოყალიბებაზე დედის, მეის მასკის გავლენას ადასტურებს -მომავალი მილიარდერისთვის სამაგალითო სწორედ მისი შრომისმოყვარეობა გახდა.

„თუ თქვენი შვილების წარმატება გსურთ – საკუთარი შრომისმოყვარეობის მაგალითი დაანახეთ, და მათ რაც აინტერესებთ, იმის კეთების უფლება მიეცით“ – მიიჩნევს მეი მასკი.

„ოჯახი – მთავარია“ – ეს ჩემი და ჩემი შვილების მთავარი ლოზუნგია. ჩვენ ერთად შეკრებას მუდმივად ვცდილობთ. სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები და ძალიან დაკავებული 40 ადამიანის ერთად შეყრა – რთული საქმეა, თუმცა, ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მილიარდერის დედამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.