Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება.

ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი – კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს.

საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს – პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების დეფიციტი – ეს იმ მიზეზთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს მშობლიური ადგილების დატოვებას აიძულებს – ასეთია ლონდონის ეკონომიკის და მსოფლიოს ინსტიტუტის კვლევის შედეგები,

განსაკუთრებულ საფრთხეშია სამხრეთ აფრიკის რეგიონი, კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორც ანგოლა და მადაგასკარი, ასევე ახლო აღმოსავლეთი სირიიდან პაკისტანამდე – ეს უზარმაზარი და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.

კვლევის ავტორების აზრით, ყველაზე დიდ საფრთხეს ქარიშხლები, წყალდიდობები, წყლის დეფიციტი, და არასაიმედო სასურსათო უზრუნველყოფა წარმოადგენენ. მათი აზრით, მომავალ წლებში ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება, რაც საბოლოო ჯამში კაცობრიობას სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს.

რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე მკვლევარებმა 31 ქვეყანა დაადგინეს, რომელიც სავარაუდოდ, პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, და მსოფლიო რუკიდან გაქრება.

„პოლიტიკურ კონფლიქტებს და ეკოლოგიურ კატაკლიზმებს შორის აშკარა ურთიერთკავშირია – რაც ნაკლებად მშვიდობიანია ქვეყანა ან რეგიონი, მით უფრო მეტად მას კოლაფსი ემუქრება. ეს თავისებური მოჯადოებული წრეა – კონფლიქტების გამო ზიანდება ქვეყნების ბუნებრივი რესურსები, დეფიციტი კი ახალ კონფლიქტებს წარმოშობს“ – განაცხადა კვლევის ავტორმა სტივ კილელეამ.

კანონზომიერებათა გათვალისწინებით, ექსპერტები დღემდე არნახულ მიგრაციულ ნაკადებს პროგნოზირებენ, რომელთა გამო პირველ რიგში ევროპა დაზარალდება.

2015 წლიდან ვხედავთ, რომ ლტოლვილების შედარებით მცირე რაოდენობას მასობრივი არეულობის და დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს რა პრობლემები მოელი იმის შემდეგ, რაც ასობით მილიონ ადამიან საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს, და ისეთი დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, როგორც პაკისტანი, ირანი, ან ეთიოპია დაცარიელდება – მსოფლიომ ამ გრანდიოზული კატაკლიზმებისთვის მზადება უკვე დღეს უნდა დაიწყოს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.