Le Figaro: მსოფლიოს ელის ეკონომიკის დეგლობალიზაცია

კორონავირუსის გავრცელების ეკონომიკური შედეგები უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე ახდენს გავლენას ნავთობის საერთაშორისო ფასზე, რაც აყენებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს ძალიან რთულ მდგომარეობაში.

მოსალოდნელი იყო, რომ ოპეკის ქვეყნების და რუსეთის შეხვედრა ვენაში გამოიღებდა შედეგს, მოპოვება შემცირდებოდა, და შავი ოქრის ფასი შენარჩუნდებოდა მეტ-ნაკლებად სტაბილურ დონეზე.

თუმცა, რუსეთმა ჩაშალა შეთანხმება და მოხვდა საკუთარ ხაფანგში, რადგანაც საუდის არაბეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გაზრდის მოპოვებას მაქსიმუმამდე.

შესაბამისად, საქმე გვაქს ორი ფაქტორის ურთიერთქმედებასთან  – კორონავირუსის ფონზე მოთხოვნის შემცირებას დაერთო მოპოვების ზრდა, შედეგად კი ადგილი აქვს ნავთობის ფასის ყველაზე მასშტაბურ ვარდნას 1991 წლის ერაყის კრიზისის შემდეგ.

საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო სანავთობო ომის, რომელშიც საუდის არაბეთი აპირებს რუსეთს დამარცხებას.  შექმნილი ვითარება შეიცავს დიდ რისკებს არა მხოლოდ რუსეთის და საუდის არაბეთისთვის, არამედ ყველა ნავთობმომპოვებელი ქვეყნისთვის – მათი ბიუჯეტები კრიტიკულად დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე.

ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შტატების ფიკალის ნავთობის ინდუსტრია, რომელიც მუშაობს  ზარალზე დაბალი ფასების პირობებში. ეს მნიშვნელოვანი თემაა იმ პირობებში, როდესაც აშშ გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, და ამ დარგზე მოდის შტატების მშპ-ს 8%.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ სცენარს, რომელსაც უწინასწარმეტყველებდნენ რუსეთს. შტატების წასვლა სირიიდან მოსკოვში აღიქვეს როგორც გლობალური ლიდერობის აღდგენის კარგი შანსი, თუმცა, ექსპერტები ამახვილებდნენ ყურადღებას პრობლემებზე, რომლებიც ელოდა მოსკოვს. 

დღეს ეს პრობლემები აშკარად ჩანს საუდის არაბეთთან ურთიერთობების მაგალითზე – ერ-რიადი ნათლად დემონსტრირებს, რომ მოსკოვი ვერ აკონტროლებს სიტუაციას.

24 თებერვლამდე კოროვირუსის კრიზისის ეკონომიკური გამოვლინება იყო ჩინეთიდან პროდუქციის მიღების გართულება, თუმცა, დღეს უკვე ეს არის გლობალური პრობლემა   – ფინანსური ბაზრების ჩამოშლამ აჩვენა, რომ გლობალური ეკონომიკა დგას მასშტაბური კრიზისის ზღვარზე.

ამ სიტუაციაში ევროპის ქვეყნების მთავრობების ქმედებები ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და აძლიერებს მოქალაქეების უნდობლობას მათ მიმართ.

ევროპაში აშკარაა კოორდინაციის სრული მოშლა, და ეს არ მატებს ნდობას ბაზრების და ბიზნესის მხრიდან, ხოლო ცოტა ხანში ეს გამოიწვევს უნდობლობას რიგითი მოქალაქეების მხრიდან.

კრიზისი არ არის თავისთავად გარდაუვალი იმ შემთხვევაში თუ მთავრობები და ცენტრალური ბანკები ითამაშებენ აქტიურ როლს სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაში, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად ფატალური იქნება ევროპის სისუსტე ამ ვითარებაში  – 2008 წელს სწორედ სწრაფი და ადეკვატური ქმედებების დაგვიანებამ  გააღრმავა გლობალური კრიზისი, 2020 წელი კი წარმოადგენს ახალ გამოცდას.

კორონავირუსის კრიზისმა ნათლად დაანახა მოქალაქეებს, რამდენად მოწყვლადები არიან ისინი ნებისმიერ მოულოდნელი გართულების წინაშე – პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით.

ვერ გავექცევით პოლიტიკასაც – სიტუაციის გართულებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნასთან ერთად ხელისუფლებებზე გაიზრდება პოლიტიკური ზეწოლაც. ასევე არაა გამორიცხული, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ ბევრი კომპანია შეეცდება გადაიტანოს წარმოება გასაღების ბაზართან უფრო ახლოს – მდგომარეობამ, როდესაც ევროპელი მომხმარებელი დამოკიდებულია ჩინეთიდან მიღებულ პროდუქტზე, ნათლად დაანახა ყველას სერიოზული რისკები.

უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩვენ გავხდეთ ეკონომიკის დეგლობალიზაციის და შიდა მწარმოებლების დაცვის პრაქტიკის აღდგენის მოწმეები. უკვე დღეს ამ მიდგომას ემხრობიან დონალდ ტრამპი შტატებში, ბორის ჯონსონი ბრიტანეთში, და სინძო აბე იაპონიაში.

ეს სტრატეგია ისახავს მიზნად არა საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვას, არამედ ძლიერი და სანდო შიდა ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო ფაქტორებზე.

თუმცა, დღეს ევროპა ძალიან შორსაა ასეთი მდგომარეობისგან.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.