Miss Universe-ის გამარჯვებული ფილიპინელი კონკურსანტი გახდა (ვიდეო)

კონკურს Miss Universe- ის გამარჯვებული ფილიპინელი კონკურსანტი 24 წლის კატრიონ გრეი გახდა. დაჯილდოების ამსახველი ვიდეო კონკურსის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

კონკურსის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გრეის მუსიკის თეორიაში მაგისტრის ხარისხი აქვს. იგი ასევე ორგანიზაცია Love Yourself -თან თანამშრომლობს და აივ ინფექციის საკითხებითაა დაინტერესებული. ასევე, გამარჯვებული არაკომერციული ორგანიზაცია Young Focus-ის მოხალისეა.

მეორე ადგილზე ვენესუელის წარმომადგენელი სტეფანი გუტიერესი გავიდა. სამეულში ასევე მოხვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი, თამარინ გრინი.

2017 წელს, კონკურს Miss Universe -ის გამარჯვებული 22 წლის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი, დემი ლი ნელ პიტერსი გახდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.