NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს – ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს.

როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების მენეჯერმა მეთ რიჩმონდმა განაცხადა, სუნამო  თავდაპირველად  ქიმიკოსმა და „Omega Ingredients” -ის დამფუძნებელმა სტივ პირსმა შექმნა.„Omega Ingredients”  არის  კომპანია, რომელიც  ფოკუსირებულია სურსათისა და სასმელის ინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი არომატებისა და ინგრედიენტების შექმნაზე.

ასტრონავტები დიდი ხანია საუბრობენ იმის  შესახებ, რომ მათ კოსტიუმებზე კოსმოსი განსხვავებულ და  სპეციფიკურ  სუნს ტოვებს, რომელსაც გასროლილი იარაღის და  დამწვარი სტეიკის მომწარო სუნს ადარებენ, ზოგიერთი მათგანი კი ჟოლოს სუნსაც ადარებს.

როგორც ISS მეცნიერების ყოფილი ოფიცერი დონ პითეტი 2002 წელს ნასას ბლოგზე წერს,  თავდაპირველად სუნი ასტრონავტების მუზარადზე და ხელთათმანებზე შენიშნა.როდესაც  ასტრონავტები სპეციალურ  დავალებებს კოსმოსური სადგურების მიღმა ასრულებენ  მათი აღჭურვილობა  სპეციფიკური  სუნით  იჟღინთება.

”ეს სუნი უნდა მომდინარეობდეს საჰაერო მილებიდან, შემდეგ  სუნი მათ კოსტიუმზე, მუზარადზე, ხელთათმანებსა და ხელსაწყოებზეც იყო, რაც უფრო მეტად ქსოვილებზე, ვიდრე მეტალის ან პლასტმასის ზედაპირებზე იგრძნობოდა ”.

Omega-ს დამფუძნებელმა სუნამოზე მუშაობა პირველად 2008 წელს დაიწყო და შექმნისთვის 4 წელი დასჭირდა, სუნამო თავდაპირველად ასტრონავტებისთვის სავარჯიშოდ  გამოიყენებოდა, რადგან  ღია კოსმოსში გასული ასტრონავტებისთვის კოსმოსის  მძაფრი სუნი უცხო არ  ყოფილიყო.კომპანიის მიზანია, ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი და ექსპერიმენტული განათლებისადმი ინტერესის გაღვივება.

ბრენდმა სარეკლამო კამპანიის წამოწყებასთან ერთად, სპეციალური ფონდი შექმნა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ სასწავლო დაწესებულებების ქიმიურ ლაბორატორიებისთვის სუნამო შეიძინონ.კოსმოსის სუნის მქონე სუნამოს  კიკსტარტერ-ზე მის შეკვეთას ოქტომბრიდან , 29 დოლარიდან შეძლებთ.

წყარო:Cnn 

მოამზადა თაკო კვაჭანტირაძემ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.