ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-ს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს „ცივი ომის შემდეგ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმა“

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს „ცივი ომის შემდეგ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმა“

🔴NATO-ს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს „ცივი ომის შემდეგ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავს უპასუხოს ორ მთავარ საფრთხეს: რუსეთს და ტერორიზმს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

🔴როგორც The Economist აღნიშნავს, ეს 4000-გვერდიანი პროგრამა არის გასაიდუმლოებული, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ზოგიერთი პუნქტის გასაჯაროება. ამრიგად, სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი უკავია სამ ძირითად მიმართულებას(პასუხიმსგებლობს სფეროს:

📌”ჩრდილოეთი” – მოიცავს ატლანტისა და ევროპის არქტიკას;

📌”ცენტრი“ – ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ცენტრალური ევროპიდან და ალპებამდე;

📌”სამხრეთი” – ხმელთაშუა და შავი ზღვების დაცვა.

🔴ახალი გეგმის ფარგლებში, მოკავშირეები შექმნიან “მაღალი მზადყოფნის” თავდაცვით ძალებს დაახლოებით 300 000 ჯარისკაცისგან. ეს ძალები მოიცავს საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს: 100 000 მორიგე იქნება სასაზღვრო საბრძოლო პუნქტებზე მუდმივ რეჟიმში, ხოლო კიდევ 200 000 იქნებიან მზადყოფნაში რომ იმოქმედონ განლაგების ადგილებში სამხედრო ობიექტებზე. როგორც ადრე ეგრეთ წოდებულ „მადრიდულ პროექტში“ იყო გათვალისწინებული.

🔴ამგვარად, ნატოს კონტინგენტი უნდა გაფართოვდეს 40-დან 300 ათასამდე პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეამდე, რაც ალიანსის გაერთიანებული ძალების თითქმის მეხუთედია (დაახლოებით 1,7 მილიონი) და ბლოკის ყველა რეგულარული ჯარის საერთო რაოდენობის მე-12 ნაწილი. წევრები (3,7 მილიონზე მეტი) .

🔴საუბარია ალიანსის თითოეული წევრი ქვეყნის სამხედრო ხარჯების იმ დონემდე მიყვანაზე, რომელიც საშუალებას მისცემს შექმნას “მყარი ინდუსტრიული ბაზა” ტექნიკისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის, ასევე ალიანსის ცოცხალი ძალის შესანარჩუნებლად. სტოლტენბერგის თქმით, ეს მოითხოვს ევროპაში მოკავშირეებს ყოველწლიურად მშპ-ს მინიმუმ 2%-ის ინვესტირებას თავდაცვაში. ამასთან, მისი თქმით, 2023 წელს ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის ხარჯების რეალური ზრდა 8,3% უნდა იყოს.

G7-ის ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინის საზღვრის თავდაცვისათვის კომტროლს ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე, უზრუნველყოფენ საჭირო რესურსებს ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად

სამიტის შედეგები:

▪️უკრაინული ძალების წვრთნა, დაზვერვის გაზიარება და დახმარება კიბერთავდაცვაში;

▪️ნNATO-ს მომავალი წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში დახმარება;

▪️უკრაინას NATO-ს გაწევრიანების მოწვევის ვალდებულება, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება;

▪️ხელი შეუწყონ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიული წარმოების განვითარებას.

G7-ის წევრი ქვეყნების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის იაპონიის პრემიერმა წარმოადგინა. გარანტიები ხელმოწერილი იქნება უკრაინის გამარჯვების შემდეგ და იმოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება. რაც შეეხება ალიანსის წევრობას, ვილნიუსის სამიტზე შეთანხმდნენ, უკრაინის გაწევრიანების გზაზე მოხსნილი იქნება MAP, როგორც საფეხური და ქვეყანა ალიანსის წევრი ამ გზამკვლევი გეგმის გარეშე, პირდაპირ გახდება.

უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების შესახებ კომენტარებში…

რუსლან შავაძე

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა