NDI: გამოკითხულთა 70% უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

ეროვნულ-დემოკრატიული” ინსტიტუტის”( NDI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70% უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

კითხვაზე, როგორც შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს, გამოკითხულთა 16% პასუხობს, რომ დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 11% კი პასუხობს “არ ვიცი”.

ამავე კვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი და ლიდერებისადმი ნდობაც მცირდება. იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც მთავრობის საქმიანობას ”ცუდად” აფასებს, 2018 წლის შემდეგ 49 პროცენტიდან 64 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი. პარლამენტის საქმიანობის შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 57 პროცენტი მას უარყოფითად აფასებს, 9 პროცენტი კი დადებითად. მოქალაქეების უმრავლესობა (64 პროცენტი) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათნაირი ხალხის შეხედულებებს ითვალისწინებს, ხოლო 68 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.