NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82% უჭერს მხარს, ნატო-ში 74%

ეროვნულ-დემოკრატიული” ინსტიტუტის”( NDI) ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 82%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

NDI-ის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 10%-ისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მიზანი მიუღებელია, ხოლო 8%-მა შეკითხვაზე უპასუხა: “არ ვიცი”.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მისაღებია. გამოკითხულთა 14%-ისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 11%-მა შეკითხვას უპასუხა “არ ვიცი”.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.