NDI-ს კვლევის თანახმად, ინსტიტუტებიდან ყველაზე მაღალი ნდობა ჯარს აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საჯარო ინსტიტუტებიდან ყველაზე მაღალი ნდობა ჯარს აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი პარლამენტს.

ქვეყნის მთავარი საჯარო ინსტიტუტებიდან საქართველოს ჯარს ყველაზე დადებითი შეფასება აქვს – 52 პროცენტი. მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსდევს 50 პროცენტით, რაც 2019 წლის ივლისის (64 პროცენტი) შემდეგ მნიშვნელოვანი ვარდნაა.

ყველაზე ცუდი შეფასება საქართველოს პარლამენტს ენდობა. მას მხოლოდ 9% ენდობა, მას ერთი საფეხურით უსწრებს სასამართლო, რომლის საქმიანობასაც მხოლოდ 10% აფასებს დადებითად.

უფრო კონკრეტული მონაცემები მოცემულია ამ სქემაზე:

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.