Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე – კორონავირუსით

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს ორგანიზაცია Oxfam-ი აკეთებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში შიმშილით ყოველდღიურად 12 000 ადამიანი დაიღუპება. შედარებისთვის, კოვიდ 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში 17 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსით 8890 ადამიანი გარდაიცვალა.

„პანდემია ბოლო წვეთია იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტების, კლიმატის ცვლილების და სასურსათო კრიზისის შედეგებს ებრძვის. მათი მდგომარეობა წლის ბოლომდე უკიდურესად დამძიმდება,“ – აღნიშნულია მოხსენებაში.

პანდემიით გამოწვეულ ყველაზე მძიმე შედეგებს ექსპერტები იემენში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, ვენესუელაში, დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, სირიასა და ჰაიტიში ელიან. შიმშილით სიკვდილის რისკის ქვეშ ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკაც დგას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.