Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია (ვიდეო)

Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ტესტი კომპანიის მიერ შექმნილ მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმა Vivalytic-ს იყენებს.აღნიშნული მოწყობილობა ჰოსპიტალებსა და ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების იდენტიფიცირებისთვის უკვე გამოიყენება.

ტესტი გერმანიაში, აპრილში იქნება ხელმისაწვდომი და საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

“ინფიცირებული პაციენტების ამოცნობა და იზოლაცია ბევრად სწრაფად მოხდება”, — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ვოლკმარ დენერმა.

Roche-ს ტესტს დღეში 4 000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება შეუძლია.

აღნიშნულმა მოლეკულური დიაგნოსტიკის სწრაფმა ტესტებმა მსოფლიოს გარშემო 470 000 შემთხვევა დაადასტურა. ტესტი ინფექციის შესახებ დიაგნოზს ადამიანის ნიმუშზე ვირუსის ნუკლეინის მჟავის ძებნის შედეგად სვამს.

Bosch-ის სწრაფი ტესტი ექვს კვირაში შეიქმნა და მას ერთდროულად 10 რესპირატორული პათოგენის ამოცნობა 95% სიზუსტით შეუძლია.

მეცნიერები ასევე სისხლზე დაფუძნებული ტესტების სანდოობას განიხილავენ. აღნიშნული ტესტები მოლეკულურ ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია, მაგრამ იგი ბევრად იაფი და მარტივად დასამზადებელია. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.