RSF: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა

yjblkc3nssq5rsm.jpg

„მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა,“ – ამ განცხადებას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უსაფუძვლოა.

„მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ გააკრიტიკა კოლეგის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული სანქციები. ჩვენი ორგანიზაცია გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.