TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორი – ფასი გაიზარდა 273,0%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3%-ით
3. ლიმონი – 66,9%-ით
4. წიწიბურა – 63,1%-ით
5. ვაშლი – 61,6%-ით
6. საზამთრო- 58,0%-ით
7. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი – 38,2%-ით
8. ჭარხალი – 34,5%-ით
9. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 34,4%-ით
10. ატამი – 33,7%-ით

ასევე, გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო – ფასი შემცირდა 68,5%-ით
2. თვითმფრინავით მგზავრობა (-39,0%-ით)
3. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ (-19,0%-ით)
4. წიწაკა (-18,1%-ით)
5. USB ფლეშბარათი (-14,6%-ით)
6. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი (-14.5%-ით)
7. ბადრიჯანი (-11,1%-ით)
8. მწვანე ლობიო (-10,9%-ით)
9. ქალის დემისეზონური ქურთუკი (-9,9%-ით)
10. მამაკაცის ფეხსაცმელი (-9,5%-ით)

მთავრობა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას სუბსიდირების პროგრამით აპირებს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი. აქვე გთავაზობთ ამ პროდუქტების ინფლაციის მაჩვენებლებს მარტის თვეში.

1. წიწიბურას ფასი გაიზარდა 63,1%-ით
2. შაქარი – 27,3%-ით
3. ხორბლის ფქვილი – 17,6%-ით
4. ლობიო – 13,4%-ით
5. მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 10,7%-ით
6. მზესუმზირის ზეთი – 9,3%-ით
7. ქარხნული რძე – 5,2%-ით
8. ბრინჯი – 4,7%-ით
9. ხორბლის პური – 3,4%-ით

BM.GE

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.